Home
ქართული | English
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რძეში ჩაშუშული ხბოს ხორცი

პროდუქტები: 1 კგ ხბოს რბილი ხორცი; 2 მოზრდილი ხახვი; 1 მოზრდილი სტაფილო; 1 კონა ახალი ან 2 ჩ/კ მშრალი პიტნა; 1 კონა ქინძი; 600 მლ რძე; დანის წვერით ჯანჯაფილი; შავი პილპილი და მარილი გემოვნებით; 1 ჩ/კ ყვითელი ყვავილი ან 1 ჩ/კ კურკუმა; 100 გ კარაქი.

მომზადება: ხორცი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, მოვაყაროთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, სიგრძეზე დაჭრილი სტაფილო, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი არ დაფაროს და მოვშუშოთ. რომ ადუღდება, ჩავდოთ კარაქი. დავახუროთ ქვაბს თავსახური და შიგადაშიგ ვურიოთ. როცა ხორცი დარბილდება, მოვასხათ რძე, მოვაყაროთ პიტნა, ზაფრანა, ჯანჯაფილი (კოჭა, ანუ იმბირი) და 5-10 წუთი ნელ ცეცხლზე გავაჩეროთ. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაწრილი ქინძი, მივირთვათ კარტოფილის პიურესთან ერთად.

© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.