Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხარის კუდების ესპანური წვნიანი

საჭირო მასალა: 1 კგ ხარის გასუფთავებული კუდები, 2 მწიფე პამიდორი, 500 გ ხახვი, 250 გ პრასი, 100 გ ნიახურის ძირი, 1 კონა ოხრახუში, 1 სტაფილო, 3 ცალი დაფნის ფოთოლი, 3 ტოტი ბეგქონდარა, 1-2 ს.კ. ძროხის ქონი ან კარაქი,  მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: კუდები პატარა ნაჭრებად დავჭრათ. პამიდორს კანი გავაცალოთ და დანარჩენ ბოსტნეულთან ერთად წვრილად დავჭრათ. კარგად გავაცხელოთ ტაფა და ზედ შევბრაწოთ კუდები. შემდეგ გადავიტანოთ ქვაბში, დავასხათ 1,5 ლ წყალი და როცა ადუღდება, ქაფი მოვხადოთ. ცხიმიან ტაფაში მოვათავსოთ ხახვი და მოვშუშოთ. დავუმატოთ პრასი, ნიახური, სტაფილო და პამიდორი. ყველაფერი ერთად მოვშუშოთ. მოშუშული ბოსტნეული დაფნის ფოთლებსა და ბეგქონდარასთან ერთად დავუმატოთ ხორცს, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, დავახუროთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე 2,5-3 საათი ვხარშოთ, სანამ ხორცი კარგად არ დარბილდება. შემდეგ გავაგრილოთ, ამოვიღოთ ხორცი, მოვაშოროთ ძვლები და წვრილად დავჭრათ. ბულიონი გადავწუროთ, გადავიტანოთ სხვა ქვაბში, ჩავუმატოთ ხორცი და მივიყვანოთ ადუღებამდე. სურვილისამებრ კიდევ დავუმატოთ წიწაკა და მარილი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული