Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Discovery საქართველოში ფილმს იღებს

Discovery აბრეშუმის გზის კულტურათა შესახებ დოკუმენტურ  ფილმს იღებს. ფილმი რამდენიმე ქვეყანაში ვითარდება - ჩინეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. 

სულ ახლახანს საქართველოში ჩამოვიდა ფილმის გადამღები გუნდი, რომელსაც მასპინძლობს Geo Film Production. კომპანიას სათავგადასავლო დოკუმენტალისტიკის მსხვილ პროექტებთან თანამშრომლობის დიდი გამოციდლება აქვს. მათ შორის, BBC-სთან, პროექტში World’s Most Dangerous Roads, Georgia, Travel Channel – Essential Georgia, That Crazy French Woman in Georgia და სხვ. 

საქართველოს ეპიზოდის შესახებ ინიციატივა Geo Film Production-ს ეკუთვნოდა. Discovery-ის გუნდი ინტენსიურ კონსულტსაციებს გადიოდა ორგანიზაციის დამფუძნებლებთან, ია თაბაგართან და ნიკა ერქომაიშვილთან, საქართველოს ეპიზოდის იდეის შემუშავებისა და სიუჟეტის დაგეგმვის პროცესში.

საქართველოს ეპიზოდი საკმაოდ უნიკალური ამბით ვითარდება სამ ლოკაციაში - ხორნაბუჯის ციხეში, ტიბაანში - ხოხბის ცრემლების ვენახებსა და სიღნაღში, მათსავე მარანში. ვაზსა და ღვინოს ფილმში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. 

ფილმი აჩვენებს ტიბაანის საკოლექციო ვენახებს, სადაც ვაზის 400-მდე ჯიშია დაცული. ხოხბის ცრემლების მარანში კი ნადიმისა და მოლხენის ქართული ტრადიცია იქნება აღწერილი, რომელსაც მუსიკალურად ანსამბლი „ზედაშე“ აფორმებს ავთენტური ქართული ფოლკლორული სიმღერებით. 

საგანგებოდ გადაღებებისთვის „ხოხბის ცრემლების“ მარანში გაიხსნა 2007 წლის ქვევრი, სადაც ღვინო ბოლო სამი წლის მანძილზე ხელუხლებლად ინახებოდა. საინტერესო ექსპერიმენტმა, ღვინის შემქმნელების დიდი მღელვარების მიუხედავად, გაამართლა და ეს პასაჟიც ფილმის ქართულ ეპიზოდში საინტერესოდ აღიბეჭდა.

როგორც ცნობილია, საქარავნე გზები საქართველოში ქიზიყზე გადიოდა, სწორედ ამიტომ, ქართული ეპიზოდის გადაღებებისთვის საქართველოს ეს რეგიონი იქნა შერჩეული. ხორნაბუჯის ციხისა და ალაზნის ველის ლოკაციებში კი ფილმის შემქმნელებმა ქართული ყოფითი კულტურის ორი მნიშვნელოვანი თემა გააერთიანეს - ბრძოლა და მევენახეობა.

დოკუმენტურ ფილმს მაყურებელი, სავარაუდოდ, 2015 წლის ბოლოსთვის იხილავს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.     

ია თაბაგარის ფოტოები

 

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული