Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკელებმა ღვინის ლუდი მოხარშეს

ამერიკული ლუდსახარში კომპანიის Odell Brewing Company –ს სპეციალისტებმა ღვინის ლუდი მოხარშეს და 9,3 % სიმაგრის ამ ჰიბრიდულ სასმელს Amuste დაარქვეს. კომპანია Odell Brewing Company –ს ხარისხის მართვის მენეჯერმა და ღვინის ლუდის მოხარშვის პროექტის ხელმძღვანელმა ელი კოლოდნიმ განაცხადა, რომ ორწლიანი შრომის შედეგად მათ მიიღეს პორტერი, რომელიც კოლორადოში მოყვანილი ტემპრანილიოს ჯიშის ყურძნის წვენთან ერთად დავარგდა.“Amuste-ს შექმნა მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, რადგან ამაზე მთელი გუნდი მუშაობდა. მე მხოლოდ ამ პროექტის ხელმძღვანელობა მხვდა წილად  და მართლაც საოცარი გამოცდილება შევიძინე,” – აღნიშნა ბატონმა კოლოდნიმ.  აღსანიშნავია, რომ Amuste750 მლ-იან ბოთლებში ჩამოისხმება, მანამდე კი მუხის კასრებში დავარგდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.