Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინოები ProWein-ზე პრემიუმ ზონაში იქნება წარმოდგენილი

გერმანიაში, ღვინის საერთაშორისო კონკურსში Mundus Vini 2015 ქართულმა ღვინოებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

საერთაშორისო ჯილდო - Mundus Vini 2001 წელს დაარსდა და პირველივე წლიდან დიდი პოპულარობა მოიპოვა.  ღონისძიება ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და ზაფხულში იმართება და მასში მონაწილეობს, საშუალოდ, 8000-ზე მეტი ღვინო მსოფლიოს მეღვინეობის ყველა მნიშვნელოვანი რეგიონიდან. დღესდღეობით Mundus Vini გერმანიაში ღვინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსად ითვლება და მისი მიზანია მსოფლიოში ღვინის ხარისხის განვითარებისა და გაყიდვების ხელშეწყობა.  

წლევანდელი კონკურსის ჟიური მსოფლიოს მეღვინეობის 40 რეგიონის წარმომადგენელი 150 მაღალკვალიფიციური  ექსპერტით (ენოლოგები, სომელიეები, ღვინის ჟურნალისტები, კრიტიკოსები) იყო დაკომპლექტებული. Mundus Vini ღვინის იმპორტიორებსა და გაყიდვების სპეციალისტებს შორის მაღალი ნდობით სარგებლობს და კონკურსის შედეგები, როგორც წესი, მათი საქმიანობის მნიშვნელოვანი გზამკვლევია. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და გაყიდვების განვითარების საუკეთესო გარანტია. 

Mundus Vini-ს  გამარჯვებულ ღვინოებს, ყოველწლიურად, ღვინის ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ ფესტივალზე ProWein Dusseldorf, ექსკლუზიური, პრემიუმ სივრცე ეთმობა.  ეს ზონა, რომელიც 750 კვ.მ-ზე ვრცელდება,  ღვინის ექსპერტებისა და იმპორტიორების განსაკუთრებული ინტერესის სამიზნე ხდება. 

მედალოსანი ღვინოები საქართველოდან, გარდა მწარმოებელი ბრენდების სპეციალური სტენდებისა, სწორედ ამ სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ეს კი, ცალკეული კომპანიებისა და, ზოგადად, ქართული ღვინისათვის საერთაშორისო ექსპერტების დაინტერესებისა და იმპორტიორების მოზიდვის დამატებითი შესაძლებლობაა.

ოქროს მედალოსნები:

საფერავი 2012. „შატო მუხრანი“;

საფერავი. ქვევრის.  2011. „კორპორაცია ქინძმარაული“;

ხვანჭკარა 2013. „ღვინის კომპანია შუმი“;

მუკუზანი 2012. სერია - „მიკიტანი“. „კორპორაცია ქართული ღვინო“.

 

ვერცხლის მედალოსნები:

საფერავი. „კომპანია ვაზიანი“;

თამადა საფერავი 2013. „აჩინებული“.

 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.