Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქისი, ვინოტერა, 2010

43.00 ლარი

ქვევრში დაყენებული ქისია, 2006 წლის ქისზე შედარებით უფრო ეფექტური და სავსე. სხივიანი ქარვისფერი ღვინოა, ჩამავალი მზისფერი. გემოში კარგად ჩანს თეთრი ბლისა და კაკლის მურაბის ტონები. ღვინომ 6 თვე მუხის კასრებში გაატარა, რაც სურნელზე მეტად გემოში ჩანს. ძლიერი ღვინოა, სხეულიანი, სავსე, კარგი მისაყოლებელი იქნება ინდაურის საცივთან, ნიგვზიან კუჭმაჭთან.

2012 წლის 19 დეკემბრის დახასიათება

ძალიან სასიამოვნო გარეგნობის მქონე, ცეცხლისფერი ღვინოა. კახური, ტრადიციული, ქვევრში დაყენებული ქისია, რომელმაც მუხის კასრებშიც გაატარა გარკვეული დრო. სურნელებში ნიგვზის ზეთის, გარგრის დაბრაწული ჩირის, უნაბისა და მუხის მძლავრი კვალი ჩანს. საკმაოდ ძლიერი ღვინოა, სხეულიანი, ტანინებით სავსე. შესაძლოა ეს ღვინო კარგი მისაყოლებელი იყოს შებოლილ სულგუნთან, სუნელებში მოხარშულ საქონლის ხორცთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული