გამოქვეყნებულია: 17 ივნისი, 2010 - 01:52
ლატვიაში ადგილობრივი ლუდსახარში კომპანია Aldaris–სა და ლატვიის ბარმენთა ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით გაიხსნა ლუდის აკადემია. აკადემიის მიზანია გაანათლოს ბარმენები, ოფიციანტები და ვაჭრობის მუშაკები ლუდის ისტორიის, მისი სახეობების, ტრადიციების საკითხებში, აგრეთვე გააქარწყლოს ლუდის მავნებლობის შესახებ გავრცელებული ყველა მითი, ასწავლოს კურსანტებს ლუდის ჩამოსხმისა და სერვირების წესები და სხვ. Aldaris–ის აღმასრულებელი დირექტორის, თომას პანტელის თქმით, ლუდით ტკბობა მისი კათხაში ჩამოსხმით არ იწყება და არც მთავრდება. ამ სასმელს დიდი და ტრადიციებით მდიდარი ისტორია აქვს, რომლის შესახებაც ბევრს არაფერი სმენია. აკადემიის დაარსების მიზანიც სწორედ ისაა, რომ იმ ადამიანებმა, რომელთა საქმიანობაც ლუდთანაა დაკავშირებული, მაქსიმალურად შეისწავლონ ყველაფერი ამ სასმელის შესახებ და შემდეგ პრაქტიკაში გამოიყენონ შეძენილი ცოდნა. ლუდის აკადემიაში ამ ზაფხულს უკვე ელიან სწავლის 300-დან 500-მდე მსურველს.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
თქვენი კომენტარი