Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საახალწლო ნაღების ტორტი

საჭირო მასალა: ცომი - 10 ს.კ. შაქარი, 10 ს.კ. გაცრილი ფქვილი, 10 ცალი კვერცხი, 5 გ ვანილი. ნაღების კრემი - 500 მლ 36%-იანი ნაღები, 2/3 ჭიქა შაქრის პუდრა, 5 გ ვანილი. მოხარშული კრემი - 1 ჭიქა რძე, 2/3 ჭიქა შაქარი, 1/3 ჭიქა ფქვილი, 1 ცალი კვერცხი, 2 ს.კ. კონიაკი, 100გ კარაქი, 5-10გ ვანილის შაქარი.დასანამად - 100 მლ შოკოლადის ლიქიორი, 300 მლ ტკბილი, გაციებული ყავა.მოსართავად - 1 ჭიქა მოხალული, დათლილი ნიგოზი, 2 ფილა შოკოლადი.

მომზადება: კვერცხის ცილები ძალიანკარგად ავთქვიფოთ, თანდათან დავუმატოთ შაქარი. როდესაც მასა მყარი ინება, ნელ-ნელა შევურიოთ კვერცხის გულები, ვანილი და ფქვილი, ფრთხილად მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ტორტის ფორმაში და გამოვაცხოთ წინასწარ საშუალოდ გახურებულ ღუმელში 45-55 წუთის განმავლობაში. ბისკვიტში ფრთხილად ჩავარჭოთ ასანთის ღერი და თუ გმომცხვარია, ზედ ნამცეცები არ აჰყვება. ბისკვიტი გავაციოთ და 2-3 ფენად გავჭრათ. ყავა და ლიქიორი ავურიოთ და ბისკვიტი ამ სითხით დავნამოთ. ბისკვიტს შუაში წავუსვათ მოხარშული კრემი და მოვაყაროთ მოხალული ნიგოზი. ტორტი მოვრთოთ ნაღების კრემით, მოხალული ნიგვზითა და გახეხილი შოკოლადით.მოხარშული კრემის მომზადება - რძე, შაქარი და ფქვილი ავთქვიფოთ, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და თან ვურიოთ. როდესაც მასა შესქელდება და ტუხთუხს დაიწყებს, რამდენიმე წამი დავაყოვნოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ. ცხელ კრემს შევათქვიფოთ კვერცხი და გავაციოთ. გაციებულს შევათქვიფოთ დარბილებული კარაქი, ვანილი და კონიაკი. ნაღების კრემის მომზადება - ნაღები კარგად გავთქვიფოტ შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად.

 © ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული