Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო იაპონიისა და სამხრეთ კორეის გამოფენებზე

მარტის თვეში ქართული ღვინო რამდენიმე საერთაშირისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ღონისძიებათაგან, თავისი მასშტაბურობით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს Foodex Japan, ProWein Dusseldorf და China Food & Drink Fair, რომელიც სულ ახლახანს, ჩინეთში, ქ. ჩენგდუში ჩატარდა. საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო სპეციალური სემინარები და დეგუსტაციები, რომლებსაც უძღვებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგული კამპანიის პარტნიორი ექსპერტები - ლიზა გრანიკი, დებრა მეიბურგი და სხვები. მარტის თვეში ქართულმა ღვინომ რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზეც მოიპოვა აღიარება, რომელთაგან აღსანიშნავია Mundus Vini 2015

უახლოესი ღონისძიებებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია (IWINETC), რომელიც წელს საფრანგეთში, შამპანის რეგიონში ჩატარდება 8-9 აპრილს. კონფერენციის გარდა, აპრილში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. 

ღვინისა და გასტრონომიის მასშტაბური სავაჭრო გამოფენა - Wine & Gourmet JAPAN 2015 წელს მეექვსედ ჩატარდება ტოკიოში 15-17 აპრილს. გამოფენაზე 75 000-მდე ვიზიტორს მოელიან 22 ქვეყნიდან, მათ შორის, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, ეპანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და სხვ. წელს გამოფენაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას საქართველო, ტაილანდი, უდინე და სიცილია. 32 360 მ²-ზე, 9 პავილიონში 899 მწარმოებელი კომპანიის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ამგვარი მასშტაბების გამოფენის ვიზიტორთა რიცხვი ყოველწლიურად საგრძნობლად იზრდება. დაარსებიდან გასულ, 2014 წლამდე ამ ნიშნულმა 80 %-ით მოიმატა. ღონისძიებას დაესწრებიან ვაჭრობისა და კვების მრეწველობის წარმომადგენლები - იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სომელიეები, ბროკერები, ღვინის კოლექციონერები, ღვინის მაღაზიების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეხვდნენ და ითანამშრომლონ  ღვინის, გასტრონომიის, სასმელების ინდუსტრიის ექსპერტებთან და გადავწყვეტილების მიმღებ პირებთან. 

Wine & Gourmet JAPAN- ზე საქართველოდან წარმოდგენილი იქნება ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია: ბესინი, კახური ღვინის მარანი, შუხმან ვაინს ჯორჯია, თბილვინო, KTW, და ქინძმარაულის მარანი.

სეულის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა The 13th Seoul International Wines & Spirits Expo (SWS Expo) - ორგანიზაბულია კორეის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორთა ასოციაციისა და კორეის სომელიეთა ასოციაციის მიერ. ღონისძიება, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივ, თორმეტწლიან ისტორიას ითვლის, წელს 23-25 აპრილს  ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 200 კომპანია 20 ქვეყნიდან. გამოფენაზე 30 000 ვიზიტორს, ამათგან, 6 000 ბაიერს - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორებს, სასტუმროების, რესტორნებისა და ბარების, უნივერმაღებისა და სუმერმარკეტების ინდუსტრიის წარმომადგენლებს ელოდებიან. საქართველოდან წარმოდგენილი იქნება შემდეგი კომპანიები - შუმი, თელავის ღვინის მარანი, ხარება, არმაზის ღვინოები, კახური ღვინის მარანი, კახური და სარაჯიშვილი.  

აზიის სახელმწიფოები, განსაკუთრებით კი - იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებადაა დასახული. აქაურ მასშტაბურ, დიდი სავაჭრო მნიშვნელობის ღონისძიებებზე ქართული ღვინის მონაწილეობა გაზრდის მის ცნობადობას აზიის კონტინენტზე და ხელს შეუწყობს მარკეტინგული სტრატეგიის მთავარ მიზანს - საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციას. 

© ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.