Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საოჯახო მარნები 11 მაისს, ახალი ღვინის ფესტივალი 2024-ზე

11 მაისს “ახალი ღვინის ფესტივალი 2024” გაიმართება. ფესტივალს, ტრადიციულად “ღვინის კლუბი” უმასპინძლებს და მთაწმინდის პარკში გაიმართება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან:  ღვინის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მერია, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი და findwines.ge. ღონისძიების პარტნიორია ფონდი „კარდანო“, მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო/G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, ღვინის ბარი „Wasserstrasse“. 

11 მაისს "ახალი ღვინის ფესტივალი 2024-ში" მონაწილეობას მიიღებს 114 ღვინის კომპანია და 63 საოჯახო მარანი, 3 ღვინის სექტორთან დაკავშირებული კომპანია და 13 მცირე მეწარმე ღვინის თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრებით. სულ 200-მდე ფესტივალის მონაწილეა. კომპანიების ჩამონათვალში შეხვდებით როგორც უკვე ცნობილ და ყველასთვის საყვარელ ღვინის კომპანიებსა და მცირე მარნებს, ასევე ახალ ბრენდებს, ახალი ღვინოებითა და კონცეფციებით.

ფესტივალის მონაწილე ღვინის კომპანიების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

ახალი ღვინის ფესტივალი 2024 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვა. ფესტივალზე დაუკრავს ბენდი “ნალი”, რეზო კიკნაძის ჯაზბენდი და ფოლკლორული ანსამბლი.  

დღეს კი გავეცნოთ საოჯახო მარნების სიას, რომელთა ღვინოებიც ღვინის კლუბის სადეგუსტაციო კომისიის მიერ ფესტივალისთვის დეგუსტაციის წესით შეირჩა. წელს საფესტივალოდ 79 მარნის 175 ღვინო შემოვიდა, დეგუსტაციის შედეგად კი 63 მარნის ღვინო გავიდა.

11 მაისს, ახალი ღვინის ფესტივალი 2024 -ში მონაწილეობას მიიღებს 63 საოჯახო მარანი, თბილისი - 7 მარანი, კახეთი - 26, ქართლი - 11, იმერეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი - 3 გურია -2, სამეგრელო - 5  აჭარა -1.

თბილისი

  1. კახაბერ არჩვაძე

ღვინო: რქაწითელი;  საფერავი

  1. ნიკოლოზ მამისაშვილი, "ვინიტორი მუკუზნის ტრადიციული მეღვინეობა"

ღვინო: ხიხვი

  1. დავით ბიწაძე, "ბიწაძეების მარანი"

ქისი; კახური მცვივანი; ხიხვი

  1. ა კიდო ჯგუფი

ღვინო: მწვანე კახური; გორული მწვანე; ვარდისფერი რქაწითელი

  1. ოთარ მუმლაძე "ვაკევისა"

ღვინო: საფერავი; ხიხვი; ქისი

  1. ჯაბა გუგეშაშვილის საოჯახო მეღვინეობა Jab&Son Winery

ღვინო: რქაწითელი; საფერავი

  1. ლაშა ჯანელიძე

ღვინო: წარაფი; კახური მწვანე

ქართლი

  1. წამალაიძის ღვინო

ღვინო: თავკვერი-საფერავი

  1. ლევან ქიტუაშვილი, "ქიტესას მარანი"

ღვინო: ციცქა-ცოლიკოური; რქაწითელი; ციცქა

  1. ირაკლი გეწაძე "წეროვაინი"

ღვინო: თავკვერი; შავკაპიტო; ჩინური

  1. თეიმურაზ გიუაშვილი

ღვინო: თავკვერი

  1. მირანდა გოგუა - ჭალელი

ღვინო: შავკაპიტო; ჩინური-გორული მწვანე; საფერავი; სოვინიონ ბლანი

  1. ციალა თაბუაშვილი - დოესი

ღვინო: თავკვერი

  1. კაპიტოს მარანი

ღვინო: დანახარული; შავკაპიტო-დანახარული-თავკვერი; შავკაპიტო; გორული მწვანე; გორული მწვანე-ჩინური-თავკვერი; თავკვერი( ქვევრი); თავკვერი; გორული მწვანე

  1. ცაბოს მარანი  

ღვინო: ჩინური; დანახარული

  1. ლალუა

მისამართი: ხაშური, სარაჯიშვილი N43

ღვინო: კრახუნა

  1. ირაკლი ჯანხოთელი "მუხბე"

ღვინო: ვარდისფერი საფერავი; ჩინური; საფერავი

  1. შანოს საოჯახო მარანი

ღვინო: ქისი; ბუდეშურის საფერავი

კახეთი

  1. დავით ნიკოლაშვილი / ხირხა

ღვინო: რქაწითელი

  1. თეიმურაზ მახათაზე Petravino

ღვინო: რქაწითელი; ქისი

  1.   წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერი

ღვინო: ქისი; რქაწითელი; საფერავი

  1. ჭორტაულის ვენახები - ალეკო ცქიტიშვილი

ღვინო: ქისი; რქაწითელი

  1. გურამ ჯანიაშვილი "ჯანიაშვილის მამული"

ღვინო: მწვანე

  1. ილია ბაწაშვილი "ბაწაშვილის მარანი"

ღვინო: რქაწითელი-ქისი; ჩინური პეტ-ნატი

  1. ალექსი ჭანკოტაძე - Wine Well ღვინის ჭა

ღვინო: საფერავი; კახური მწვანე; რქაწითელი

  1. გიორგი შათირიშვილი "შათირიშვილის მარანი"

ღვინო: საფერავი-ბუდეშურის საფერავი; საფერავი; კახური მწვანე

  1. ანდრო გოცირიძე " გოცირიძის მეღვინეობა" 

ღვინო: საფერავი

  1. ბოქოვაინსი

ღვინო: რქაწითელი

  1. დავით გრემელაშვილი

ღვინო: რქაწითელი

  1. თამთა აივაზიშვილი "დების ღვინო“

ღვინო: კახური მწვანე; ქისი; საფერავი

  1. ზვიად დუშმანაშვილი "მარელია ენისელი"

ღვინო: ჰამბურგული მუსკატი-საფერავი; კახური მცვივანი

  1. ჯემალ ზურაშვილი "მეღვინეობა კამბისენი"

ღვინო: საფერავი

  1. გებრალე-საოჯახო მეღვინეობა

ღვინო: ჩიტისთვალა-კახური მცვივანი

  1. გივი აბაშიძე, "გიო პაპას მარანი"

ღვინო: მწვანე-ქისი

  1. რატი კოჭლამაზაშვილი "მარანი ითაბანი"

ღვინო: ქისი; რქაწითელი; რქაწითელი-ქისი; საფერავი

  1. დავით ცანკაშვილი "ცანკას ღვინო"

ღვინო: საფერავი

  1. ნიკოს ღვინო

ღვინო: პინო-საფერავი

  1. ნათია ფილაშვილი, მეღვინეობა"ფილაური"

ღვინო: რქაწითელი

  1. მარანი ბადიმი

ღვინო: რქაწითელი

  1. ბაკურციხელი

ღვინო: რქაწითელი

  1. ვინიოს

ღვინო: რქაწითელი მწვანე; საფერავი

  1. ლევან ჯავახიშვილი "მშვიდობის მარანი"

ღვინო: რქაწითელი; კახური მწვანე

  1. სოფიო მუჩიაური, "სოფოს საოჯახო მეღვინეობა"

ღვინო: რქაწითელი

  1. თინათინ ჯახუა,  "თინათინ"

ღვინო: საფერავი

იმერეთი

  1. ირაკლი სირაძე / მეღვინეობა რერო

ღვინო: ცოლიკოური

  1. გივი ნემსაძე, ნემსაძეების მარანი "ფერისათი“

ღვინო: საფერავი

  1. მარანი ზოდი

ღვინო: ციცქა; ქვიშხური; ცოლიკოური; ძელშავი

  1. შატო ალექსანდრე

ღვინო: ციცქა-ცოლიკოური

  1. თამთა ნარსია Tamta's Wine

ღვინო: თავკვერი ვარდისფერი; თავკვერი წითელი; ალადასტური ვარდისფერი; ალადასტური წითელი; ჩინური-გორული მწვანე

  1. ღვინოვანი

ღვინო: ცოლიკოური

  1. ნინო ნადირაძე "ორი და" 

ღვინო: ცოლიკოური-ქვიშხური

  1. ელიზავერა ზაკრჯევსკაია მარანი "ლოკოკინა"

ღვინო: ცოლიკოური

რაჭა-ლეჩხუმი

  1. ამირან მეგრელი, საოჯახო მარანი " ჩერალი"

ღვინო: ორბელური ოჯალეში; ცოლიკოური

  1. გიორგი გოლეთიანი, "გოლეთიანის საოჯახო მარანი"

ღვინო: ცოლიკოური; ოჯალეში

  1. გურამ საღარაძე "მარანი ამბაკო"

ღვინო: საფერავი- ბუდეშურის საფერავი

გურია

  1. ნოდარ ჩხარტიშვილი

ღვინო: ცოლიკოური; ალადასტური

  1. გია ჯამბერიძის მარანი

ღვინო: ციცქა-ცოლიკოური; ჩხავერი

სამეგრელო

  1. გიორგი კოკაია, "ოდაბადე"

ღვინო: ოჯალეში

  1. ხატია პოლინევა ჯახუა, საოჯახო მარანი "არგვანი"

ღვინო: ციცქა

  1. ნიკა ფარცვანია, "თარგამეულის მარანი"

ღვინო: ოჯალეში; ჭვიტილური; მაჭყვატური

  1. ნათია ბერიძე, შატო ლე ბერიძე

ღვინო: ოჯალეში

  1. დავით ადამია, "მეღვინეობა სალხინო"

ღვინო: ოჯალეში

აჭარა

  1. ვაკო აფხაზავა "არჩეული"

ღვინო: ჩხავერი; ცოლიკოური

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული