Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მწარმოებელი №1

ფრანგი მეცნიერების გათვლით რამდენიმე წელიწადში ჩინეთი უკან ჩამოიტოვებს ესპანეთს, საფრანგეთსა და იტალიას და ღვინის მწარმოებელი პირველი ქვეყანა გახდება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ რაღაც 20 წლის წინ ჩინეთში ღვინო საერთოდ არ ისხმებოდა, დღეს კი ქვეყანა უმსხვილეს მწარმოებელთა ხუთეულში შედის, ეს წინასწარმეტყველება არც ისე წარმოუდგენლად ჟღერს. მართალია, ზოგი მიიჩნევს, რომ ჩინეთის ლიდერობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ საფრანგეთის სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ჩინეთისათვის 5 წელი სრულიად საკმარისია, რათა ღვინის უპირველეს მწარმოებელად იქცეს.

ფრანგმა მეცნიერებმა განმარტეს, რომ ჩინეთს საშუალება აქვს ვენახების ფართობი საგრძნობლად გაზარდოს, მაგრამ ამის მთავარი მიზეზი არა ღვინის სიყვარული, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური გათვლებია. უპირველეს ყოვლისა, ახალი ვენახების წყალობით ღარიბ რეგიონებში ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდება. გარდა ამისა, გადაწყდება ტერიტორიების გაუდაბნოების საკითხი, და, რაც მთავარია, ჩინელებს იმედი აქვთ, რომ სწორედ ღვინის ინდუსტრიის განვითარებით დაძლევს ქვეყანა ალკოჰოლიზმის პრობლემას.

დღეისათვის ჩინეთში ვენახები დაახლოებით 570 ათას ჰექტარზეა გაშენებული, მაგრამ დიდ ნაწილზე სუფრის ყურძნის ჯიშები მოდის. თუ ჩინელებს სურთ, ფრანგი მეცნიერების პროგნოზი გამართლდეს, მაშინ მოუწევთ, მომდევნო 5 წლის განამვლობაში ვენახების საერთო ფართობი 2-ჯერ მაინც გაზარდონ. შედარებისათვის მოგახსენებთ, რომ 2012 წელს ესპანეთს 1 მილიონ ჰექტარზე მოჰყავდა ყურძენი, საფრანგეთს კი - 800 ათასზე. რაც შეეხება ღვინის წარმოებას – იმისათვის, რომ ჩინეთი ესპანეთსა და საფრანგეთს დაეწიოს, წელიწადში 40 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო უნდა აწარმოოს. დღეისათვის კი ჩინეთში მხოლოდ 14,8 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო ისხმება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თავად ევროპელებიც მეტად არიან დაინტერესებულნი ჩინეთში მევენახეობის განვითარებით, ჩინელები კი ევროპასა და ამერიკაში დიდი რაოდენობით მიწებს ფლობენ, ღვინის წარმოების უპრეცედენტო ზრდა გარდაუვალია. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ – ღვინო ჩინეთში ჯერ კიდევ ფუფუნების საგნად მიიჩნევა. ამ ქვეყანაში ღვინოს უფრო ხშირად საჩუქრად ყიდულობენ, ვიდრე საკუთარი სიამოვნებისთვის, ამიტომ გაყიდვებისა და მოხმარების მაჩვენებლები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. თუმცა, იმედია, სახალხო რესპუბლიკაში ამ “უმნიშვნელო” პრობლემასაც იოლად გადაჭრიან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული