Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის შერჩევა, ობობა თუ გასაუბრება – რა უფრო აშინებს ადამიანს

ბრიტანულმა კომპანია Naked Wine-მა, რომელიც ღვინოს ინტერნეტით ყიდის, საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხული 2 ათასი ადამიანიდან ყოველი მერვე მამაკაცი ძალიან ღელავს, როდესაც რესტორანში ღვინოს ირჩევს. მათ ეშინიათ, რომ შეცდებიან და კერძთან შეუსაბამო სასმელს შეუკვეთენ. ქალბატონებს კი ეს საკითხი ნაკლებად აღელვებთ - მხოლოდ 6% აცხადებს, რომ ღვინის შერჩევისას რაღაც განსხვავებული შეგრძნება ეუფლებათ, ვიდრე რაიმე სხვა საქმის კეთებისას.

გამოკითხვისას გაირკვა, რომ არსებობს კიდევ ერთი რამ, რაც  განსაკუთრებით აღიზიანებთ ადამიანებს – ეს არის ობობა. ყოველი მეექვსე რესპოდენტი (16%) აღიარებს, რომ ეს უწყინარი მწერები მათში საშინელ შიშს იწვევენ.

მაგრამ ქალბატონებიცა (28,5%) და მამაკაცებიც (24,5%), ყველაზე მეტად მაშინ ღელავენ, როცა ისინი სამსახურის მისაღებად გასაუბრებაზე გადიან. ასევე ორივე სქესისათვის მიუღებელი აღმოჩნდა (ქალბატონები 25%, მამაკაცები 22%) ისეთ წვეულებებზე დასწრება, სადაც არავის იცნობენ. 

“ჩვენმა გამოკითხვამ საინტერესო შედეგი მოგვცა: მამაკაცები ღვინის შერჩევისას უფრო მეტს შფოთავენ, ვიდრე ობობის დანახვისას. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, ღვინის შერჩევა საამო პროცესად ვაქციოთ,” – განაცხადა კომპანია Naked Wine-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იმონ ფიცჯერალდმა.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული