Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ავსტრალიაში 2050 წლის მოსავლის ღვინოს დააგემოვნებენ

სამხრეთ ავსტრალიაში ბაროსას ველზე უჩვეულო დეგუსტაცია შედგება, სადაც მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, მომავლის ღვინო დააგემოვნონ. ამაში იგულისხმება იმ ყურძნის ღვინო, რომელიც მოშენებულია 2050 წლის სავარაუდო კლიმატის შესაბამისად.

სამხრეთ ავსტრალიის კვლევითმა ინსტიტუტმა (SARDI) კერძო და სახელმწიფო ორგანმიზაციებთან ერთად შეიმუშავა სამეცნიერო პროექტი, რომელიც შეისწავლის დედამიწაზე მზარდ საშუალო ტემპერატურასა და მის ზემოქმედებას ყურძენსა და ღვინოზე.

როგორც SARDI-ს პროფესორის თანაშემწე, ვიქტორ სადრასი ამბობს, ექსპერიმენტისათვის აღებული იყო ოთხი სახეობის ყურძენი. საკონტროლო ჯგუფში ჯურძენი მოყავდათ დედამიწის საშუალო ტემპერატურაზე (დაახლოებით +15 ცელსიუსი). საცდელ ჯგუფში სავარაუდოდ 2050 წლისთვის არსებულ გაზრდილ ტემპერატურაზე ახდენდნენ ყურძნის კულტივირებას, რაც დღევანდელთან შედარებით 2-4 გრადუსით მეტს შეადგენს. ამის გარდა, პირველ ჯგუფში ვაზს რეგულარულად რწყავდნენ, ხოლო მეორე ჯგუფში კი წყლის მიწოდება შეზღუდეს. სადრასის სიტყვებით, ამ ექსპერიმენტმა უნდა შეისწავლოს გაზრდილი ტემპერატურის მუდმივი ზემოქმედება ყურძენსა და მისგან დაყენებულ ღვინოზე. სადღეისოდ 2011 წლის ვინტაჟი დეგუსტაციისთვის უკვე მზადაა. ღონისძიებაზე, რომელიც 15 დეკემბერს ქალაქ როულენდ ფლეტში გაიმართება, დამსწრეთ მიეცემათ საშუალება ერთმანეთს შეადარონ ჩვეულებრივი და ფუტურისტული ღვინოები.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.