Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რეპორტაჟი ღვინის კლუბის სკოლიდან

„საქართველოს ღვინის კლუბის“ სკოლის ტრენინგები გრძელდება. სასწავლო პროგრამა, რომელსაც კლუბი სთავაზობს მევენახეობა-მეღვინეობით დაინტერესებულ პირებს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით წელს გაცილებით მასშტაბური და ხელმისაწვდომი გახდა. ტრენინგები მოიცავს ორდღიან მოდულებს: მეღვინეობა, მევენახეობა, ღვინის ზადები და დაავადებები, ღვინისა და კერძის შეხამება, ღვინის შეთავაზება და მომსახურება (როგორ გავყიდოთ ღვინო), როგორ დავაგემოვნოთ ღვინო. სერტიფიცირების მსურველნი, თითოეული მოდულის ბოლოს გადიან შემაჯამებელ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს.  

როგორც ღვინის კლუბის სკოლის დირექტორი, გიორგი ბერიკელაშვილი ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნავს, მიმდინარე წელს ღვინის კლუბის სკოლაში სწავლის  მსურველთა რაოდენობა უპრეცედენტოდ დიდი იყო და თითოეულ ტრენინგზე აპლიკანტების რიცხვმა 200-ს გადააჭარბა, თუმცა ჯგუფში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობა 30-ს არ აღემატება. როგორც გიორგი ბერიკელაშვილი აღნიშნავს, მათი უმრავლესობა წარმატებით გადის გამოცდებს. მონაწილეთათვის ყველაზე რთულად დასაძლევი აღმოჩნდა ღვინის დაგემოვნების მოდულის თეორიული და პრაქტიკული გამოცდები, რომელსაც საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია უძღვება.. „ღვინის კლუბის სკოლის“ სასწავლო პროგრამაში რეგისტრირებულნი არიან, ძირითადად, ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიებისა და საოჯახო მარნების წარმომადგენლები, „საქართველოს ღვინის კლუბის“ წევრები, ტურისტული კომპანიების პერსონალი და მეღვინეობის სხვა მომიჯნავე სფეროებში მომუშავე პირები, ღვინის ლაბორატორიების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვ. 

გიორგი ყიფიანი რაჭის რეგიონის სოფ. ხვანჭკარაში, თავის საოჯახო მარანში ორგანულ მევენახეობა-მეღვინეობას მისდევს. ღვინის კლუბის სკოლაში მან განაცხადი შეიტანა, რათა უფრო მეტი შეესწავლა მეღვინეობის სხვადასხვა გამოცდილებების შესახებ. როგორც გიორგი აღნიშნავს,  ის უფრო მეტად ორგანული პრაქტიკებითაა დაინტერესებული. თუმცა, მიუხედავად ამისა, სემინარები მისთვის მაინც საინტერესო აღმოჩნდა.

ჟურნალისტი, სტუდია „მონიტორის“ დამფუძნებელი, ნინო ზურიაშვილი ღვინის კლუბის სკოლაში ორი მიზეზით დარეგისტრირდა. პირველ რიგში, მას სურს საბჭოთა პერიოდში შეწყვეტილი მეღვინეობის ოჯახური ტრადიცია აღადგინოს და მოსინჯოს ძალები ქვევრის ღვინის დაყენებაში მცირე მასშტაბით, საკუთარი მოხმარებისთვის. მეორე მხრივ, მას, როგორც ჟურნალისტს, აინტერესებს მევენახეობისა და მეღვინეობის აქტუალურ მდგომარეობაში გარკვევა. „მე, როგორც მოქალაქე, ძალიან დიდი მხარდამჭერი ვარ ამ ტრადიციის და სადაც ხმა მიმიწვდება,  მთელი სულით და გულით მივემხრობი  მევენახეობის ძალიან ხარისხიანად აღდგენას და ამ სფეროში ცოდნის გავრცელებას... ამაში ძალიან დამეხმარა თქვენი ვებგვერდი, რომელზედაც, მგონი, იმ სიხშირით შევდივარ, როგორც ipn-ზე“ - აღნიშნავს ჟურნალისტი. 

მეღვინეობის ტრენინგებს, რომელიც 28-29 მაისს ჩატარდა, უძღვებოდა ენოლოგი, თემურ გონჯილაშვილი, ღვინისა და კერძის შეხამების მოდულს კი - 1-2 ივნისს ჩაატარებს გიორგი დარციმელია. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 



ძალიან სასიხარულოა და მივესალმები ასეთ ტრენინგ-კურსებს. მაინტერესებს, ტერიტორიულად სად ტარდება აღნიშნული ტრენინგებ?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული