Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიო ღვინის წარმოება

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის  (OIV) მონაცემებით, 2010 წლისთვის მსოფლიოში ვენახების საერთო ფართობი 70 ათასი ჰექტრით შემცირდა, თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს ღვინის გაძვირებას არ გამოიწვევს, რადგან ღვინის ბაზარი ისედაც გადავსებულია. კვლევებმა დაადასტურა, რომ მრავალ ქვეყანაში სასმელის მოხმარების მაჩვენებელიც ეცემა, ამიტომ მეღვინეები პროდუქციის რაოდენობის შემცირებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობენ. 0IV ექსპერტთა პროგნოზით, გასულ წელთან შედარებით ღვინის წარმოება მსოფლიოში 4%-ით (107 მილიონი ლიტრი) დაეცემა და 2,6 მილიარდ ლიტრამდე დავა. ვენახების შემცირებაა მოსალოდნელი ევროკავშირში, სამხრეთ ნახევარსფეროში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ევროკავშირში მიმდინარე წელს ღვინის წარმოება 6%-ით შემცირდება. ასეთი ტენდენციაა მსოფლიოში, მიუხედავად პორტუგალიური, ბერძნული და ბულგარული ღვინის წარმოების მცირე ზრდისა.

ვარაუდობენ, რომ ამერიკაში წარმოება 9,3%-ით დაეცემა, შვეიცარიაში - 15%-ით. სპეციალისტები განსხვავებულ პროგნოზებს აკეთებენ არგენტინასთან და ჩილესთან დაკავშირებით – ჩილეური ღვინის წარმატების ამბავი ყველასთვის კარგადაა ცნობილი, არგენტინაში კი, როგორც ამბობენ, წარმოება 33%-ით გაიზრდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული