Home
ქართული | English
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ავსტრალია კოქტეილის წინააღმდეგ

ავსტრალია გადასახადებს უზრდის დაბალალკოჰოლიან კოქტეილს. ავსტრალიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ უკვე მოიპოვა საზოგადოების მხარდაჭერა, რადგან უკანასკნელ წლებში ახალგაზრდობაში მეტად გახშირდა დაბალალკოჰოლიანი სასმელების მოხმარება. ქვეყანაში არომატიზირებული ალკოჰოლიანი სასმელის (განსაკუთრებით, კოქტეილის) მოხმარების ნამდვილი ბუმია. ავსტრალია ერთ სულ მოსახლეზე ამგვარი სასმელის მოხმარებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ბევრად უსწრებს დიდ ბრიტანეთსა და ახალ ზელანდიას.

პრემიერ მინისტრი ჯონ ჰოვარდი აცხადებს, რომ ალკოჰოლის უზომო მოხმარება ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად ითვლება ავსტრალიის მოსახლეობაში. გადასახადებიდან ამოღებული თანხის უმეტესი ნაწილი დააფინანსებს ახალგაზრდებში ალკოჰოლის მოხმარების წინააღმდეგ მიმართულ აღმზრდელობით პროგრამებს.  
 
© vinoge.com

 

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული