Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მოლდოვური ბრენდი

მოლდოველი მეღვინეები მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებას ცდილობენ: 23 მარტს დიუსელდორფში დაგეგმილ გამოფენა ProWine-ზე მოლდოველები ეროვნულ ბრენდს Wine of Moldova-ს წარადგენენ.

ადგილობრივმა და უცხოელმა ექსპერტებმა და ღვინის კომპანიებმა ეროვნული ბრენდის Wine of Moldova-ს განვითარების პროგრამა შეიმუშავეს, რომლის განსახორციელებლადაც მოლდოვის მეღვინეობა-მევენახეობის ეროვნული ოფისი იზრუნებს. ეროვნული ბრენდის სიმბოლიკის გამოყენების უფლება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ღვინის მწარმოებლებს ექნებათ.

ეროვნული ბრენდის შექმნას წინ უსწრებდა ის ფაქტი, რომ 2014 წელს ევროპის კავშირმა მოლდოვური ღვინო საკუთარ ბაზარზე შეუშვა, რის შემდეგაც ადგილობრივ მეღვინეებს გაუჩნდათ ინტერესი, რომ ევროპის სტანდარტების შესაბამისი პროდუქტი აწარმოონ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოიკიდონ ფეხი. 

მოლდოველი მეღვინეები ფიქრობენ, რომ თუკი მათი ღვინოები ბრენდ Wine of Moldova-ს ქვეშ გაერთიანდება და ფართომასშტაბიანი კამპანია მოეწყობა, ამას მათი პროდუქციის ექსპორტის ზრდა მოჰყვება. მოლდოვის მეღვინეობა-მევენახეობის ეროვნული ოფისის მონაცემებით, 2020 წლისათვის მათი ღვინის ექსპორტი საგრძნობლად გაიზრდება და წელიწადში 200 მილიონ ლიტრს მიაღწევს. შედარებისათვის მოგახსენებთ, რომ 2013 წელს მოლდოვიდან ექსპორტზე 120 მილიონი ლიტრი ღვინო გაიტანეს.

ეროვნული ბრენდის განვითარების კამპანიას სლოგანიც საგანგებოდ შეურჩიეს – “Wine of Moldova - a legend alive"  (მოლდოვის ღვინო - ცოცხალი ლეგენდა).  ამით მათ ხაზი გაუსვეს, რომ ამ ქვეყანაში მეღვინეობას ოდითგანვე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში სწორედ მოლდოვაში იწარმოებოდა ქვეყნის ბაზარზე გაყიდული ღვინის ნახევარი. მოლდოვაშია ცნობილი კრიკოვოს მარნები, მილეშტი მიჩის მსოფლიოში უდიდესი მარანი. ისტორიული გამოცდილების წყალობით დღეს მოლდოვას საშუალება აქვს მსოფლიოს ადგილობრივი და თანამედორვე ევროპული ღვინოები შესთავაზოს.

ამჟამად მოლდოვაში დაახლოებით 250 ათასი ადამიანია მეღვინეობის სფეროში დასაქმებული. მათ მოჰყავთ როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ჯიშის ყურძენი. მოლდოვაში ადგილწარმოშობის ოთხი დასახელებაა: კოდრუ, ტროიანოვ ვალი, შტეფან ვოდე და დივინი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.