Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მემილიარდე ბოთლი

კომპანია Casella Wines იუწყება, რომ უკვე მემილიარდე ღვინის ბოთლი გამოუშვეს, რომლის იარლიყსაც წარწერა Yellow Tail ამშვენებს. ბრენდი, რომელიც პირველად 2001 წელს გამოჩნდა, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირად ღირებულია.

 ავსტრალიაში დაარსებულ კომპანია Casella Wines-ს ხშირად შეხვდებით მარკეტინგის სახელმძღვანელოებში. ავტორები კომპანიას იმის საუკეთესო ნიმუშად ასახელებენ, თუ როგორ შეიძლება უმოკლეს დროში ზეწარმატებული ბიზნეს-პროექტი განახორციელო. კომპანიის განვითარება ნულიდან დაიწყო. პატარა ოჯახური წარმოება ცოტაოდენი საოცრების, ცოტაოდენი იღბლისა და უდიდესი შრომის შედეგად უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიად იქცა.  

ბრენდს, რომელსაც სახელად “ყვთელი კუდი” ჰქვია, სხვადასხვანაირად აფასებენ. კრიტიკოსთა ერთი ნაწილი ნეგატიურ განწყობას არ მალავს, მეორე ნაწილი კი მისით აღფრთოვანებულია. მართალია, “ყვითელი კუდი” უმაღლეს დონედ არ მიიჩნევა და ყოველდღიური ღვინის რანგში გადის, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ყველა აღიარებულმა ღვინომ სწორედ ეს გზა გაიარა. ამ ბრენდს გვერდს ვერ აუვლი – ის დაახლოებით ისეთივეა, როგორიც იკეა ან მაკდონალდსი, ოღონდ ღვინის სამყაროში. დღეს “ყვთელი კუდი” 50-ზე მეტ ქვეყანაში გააქვთ. კომპანიის დირექტორის, ჯონ კასელის თქმით, “ერთი მილიარდი ბოთლი იმას ნიშნავს, რომ მთელ დედამიწაზე 10 მილიარდი ბოკალი ჩვენი ღვინო დაილია.”

როგორც აღვნიშნეთ, Yellow Tail ბაზარზე 2001 წელს გამოჩნდა და დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ბრენდია. მხოლოდ ბრიტანეთში ამ ღვინის ოთხჯერ მეტი რაოდენობა შეაქვთ, ვიდრე ფრანგული ღვინოები ერთად. კომპანია წლიურად 144 მილიონ ბოთლ ღვინოს ასხამს. ასე რომ, თუ მათ ამ ტემპით განაგრძეს მუშაობა, მეორე მემილიარდე ბოთლის ჩამოსხმას უფრო მოკლე დროში აღნიშნავენ, ვიდრე პირველისათვის აღმოჩნდა საჭირო.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.