ბურგუნდიელმა მეღვინეებმა, რომლებიც სეტყვის გამო დიდ ზარალს ნახულობენ, გადაწყვიტეს, სტიქიას მაღალტექნოლოგიური ბრძოლა გამოუცხადონ: ისინი თავიანთ რეგიონში ამინდს სპეციალური დანადგარით დაარეგულირებენ. პრობლემის მოგვარება საკუთარ თავზე ბურგუნდიის რეგიონალურმა ასოციაციამ აიღო, რომლის ძირითადი მოვალეობაც სტიქიის შესწავლა და მასთან ბრძოლაა. ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა და მეღვინემ ფილიპ გარემ ჟურნალისტებს უამბო, რომ თავდაპირველად მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, ღრუბლების გასაფანტად სპეციალური რაკეტები გამოეყენებინათ, მაგრამ ეს წარმოუდგენლად ძვირი “სიამოვნება” აღმოჩნდა.
მაშინ ასოციაციაში გადაწყვიტეს პრობლემასთან გასამკლავებლად ვერცხლის იოდიდი გამოიყენონ, რომელიც ღრუბელზე მოქმედებს და სეტყვის წარმოქმნას აფერხებს. ცდებმა აჩვენა, რომ ასეთი დანადგარის წყალობით სეტყვისგან მოყენებული ზარალი ნახევრდება. “დღეისათვის პრობლემის გადაჭრის ამაზე უკეთესი გზა ჩვენ არ გაგვაჩნია,” – განმარტავს ბატონი გარე. ასოციაცია გეგმავს, რომ 100 ათასი ევრო შეაგროვოს და მაისისათვის ბურგუნდიაში 34 სპეციალური გენერატორი დაამონტაჟოს, რომელთა საშუალებითაც სეტყვისაგან განადგურებას 9 ათას ჰექტარზე გადაჭიმული ვენახი გადაურჩება.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი