Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კორეელები ყველაზე მსმელები აღმოჩნდნენ

მეცნიერებს, ექიმებს, პოლიტიკოსებსა თუ მარკეტოლოგებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მუდმივად აინტერესებთ, თუ რომელი ქვეყნის მოსახლეობა მოიხმარს ყველაზე მეტ ალკოჰოლს. ამ დღეებში გამოქვეყნდა მარკეტინგული პორტალის - Euromonitor-ის კვლევა, რომელიც 44 ქვეყნის მოსახლეობაზე დაკვირვების შედეგია. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტ მაგარ სასმელს – კვირაში 13,7 ულუფას სამხრეთ კორეაში სვამენ. მეორე ადგილზე აღმოჩნდნენ რუსები 6,3 ულუფა სასმლით კვირის განმავლობაში. მესამე ადგილი ფილიპინელებმა დაიკავეს - მათი მაჩვენებელია 5,4 ულუფა.  მეოთხეზე ტაილანდელები (4,5), მეხუთეზე კი იაპონელები (4,4) გავიდნენ. მსმელი ხალხების ათეულში შევიდნენ აგრეთვე ბულგარეთი და უკრაინა (3,9), სლოვაკეთი (3,8), ბრაზილია (3,6) და აშშ (3,3). აღსანიშნავია, რომ ბრიტანელები, რომლებიც ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოყვარულებად ითვლებიან, კვირაში მხოლოდ 2,3 სვამენ. კორეელების ალკოჰოლისადმი მისწრაფება, პირველ რიგში, მათი ეროვნული სასმლის - სოჯუს დამსახურებაა. სამხრეთ კორეის ალკოჰოლური ბაზრის 97% სწორედ ბრინჯისგან გამოხდილ ამ სასმელს უკავია, ყველაზე პოპულარული კოქტეილი კი კათხა ლუდისა და სოჯუს ნაზავია. საერთოდ, კორეელების კულტურაში დალევას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. კორეელები თვლიან, რომ მეგობრების შეძენის და თანამშრომლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალება ერთად დალევაა. მათ ასეთი ანდაზაც კი აქვთ - ვინც ბევრს სვამს, უკეთესად მუშაობსო. სასმლისადმი ასეთ მისწრაფებას, რა თქმა უნდა, თავისი უარყოფითი შედეგებიც აქვს - სეულის პოლიცია ყოველ ღამე აკავებს მთვრალ მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევენ და აყალმაყალს ტეხენ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული