Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამხრეთ ავსტრალიური ღვინის ექსპორტის ზრდა აზიის ბაზარზე

სამხრეთ ავსტრალიური ღვინო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. SAWAC, სამხრეთ ავსტრალიის ღვინის ელჩების კლუბი შეიქმნა იმისთვის, რომ საერ ელჩების საერთაშორისო ქსელს, რომლებიც სამხრეთ ამერიკული ღვინით არიან დაინტერესებულნი, ოპერირება გაუწიონ და მიმართულება მისცენ. ღვინის ცნობილი ავტორიტეტების, ჯეიმს ჰალიდეისა და ტონი ლავის ხელმძღვანელობით, SAWAC იმპორტიორი სახოგადოებისთვის უნიკალუფ გამოცდილებას იძლევა საგანმანათლებო მასტერკლასებისა და ლექციების სახით. სტატიაში ვკითხულობთ, რომ SAWAC შედგება 45 ღვინის იმპორტიორისგან, რომელთა ვალდებულებაა ხელი შეუწყონ ბაზარზე ახალი ღვინოების პოპულარიზაციას, სამხრეთ ავსტრალიის ღვინის გლობალური პროფილის ამაღლებას ძირითადად აზიურ ბაზრებზე, აქცენტს კი სამხრეთ კორეაზე, იაპონიაზე, ჰონგ კონგზე, სინგაპურზე, ინდოეთსა და ახალ ზელანდიაზე აკეთებენ.

ოთხწლიანი ინიციატივა წარმოადგენს სამხრეთ ავსტრალიის მთავრობის ღვინის ექსპორტის აღდგენისა და გაფართოების პროგრამის ნაწილს, რომელიც 2021 წლის ივლისში ჩინეთის ტარიფებზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მიზნით ამოქმედდა. პროგრამის გააქტიურებით, როგორც ვკითხულობთ, იმედოვნებენ, რომ ხელს შეუწყობენ ბაზრის დივერსიფიკაციას, გააფართოვებენ ექსპორტიორთა წვდომას ბაზრებზე და ასევე ცნობადობას აამაღლებენ. SAWAC-ის პროგრამით ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 90-მდე ავსტრალიური ღვინის ბრენდით გაზრდიან 6 საექსპორტო ბაზარს.

ნიკ ჩემპიონი, ვაჭრობისა და ინვესტიციების მინისტრი ამბობს, რომ კლუბი არაჩვეულებრივი ინიციატივაა ავსტრალიური ღვინის სექტროსი ექსპორტის გაზრდისთვის: “ამჟამად სამხრეთ ავსტრალიის ღვინის ექსპორტი 1,3 მილიარდი აშშ. დოლარით ფასდება და ავსტრალიური ღვინის საექსპორტო ღირებულების 62%-ს შეადგენს. მაშინ, როცა ჩვენი ღვინის ექსპორტის ღირებულება წინა წელთან შედარებით 23%-ით შემცირდა, მოცულობა 17%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ჩვენი სახელმწიფოს ღვინის ექსპორტის ღირებულება ჩინეთის გარეთ ბაზრებზე 13%-ითაა გაზრდილი, მათ შორის შეერთებულ შტატებში, სინგაპურში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში”.

ჯეიმს ჰალიდეის, SAWAC-ის დამფუძნებელის თქმით, სამხრეთ ავსტრალიის ღვინის ესპორტისთვის “ბუნებრივი არჩევანი” აზიის წყნარი ოკეანის რეგიონთან კავშირის გაძლიერებაა ევროპულ ბაზრებთან შედარებით.

ზოგიერთ ბაზარზე ავსტრალიური ღვინოები შესაბამისი სამთავრობო პოლიტიკის უპირატესობებით სარგებლობენ. მაგალითად, ღვინის ექსპორტი ჰონგ-კონგში ტარიფების გარეშეა, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კორეასა და იაპონიაზე მოქმედებს. ჰონგ-კონგის ბაზარზე საუბრისას ჰალიდეი კომენტარს აკეთებს: “ჰონგ-კონგი მრავალი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია ავსტრალიისთვის. მისი პოლიტიკური სტატუსი ნიშნავს, რომ მოავალი გარკვეულწილად გაუმჭვირვალეა, თუმცა ეს წლევანდელი წლის მონაცემებით ასე არაა. 49% ღირებულებით 402 მილიონ დოლარამდე და 18% მოცულობით ავსტრალიური ღვინის ბაზრებისა, რაც 42 მლნ. ლიტრს უდრის” - ვკითხულობთ სტატიაში. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული