უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ვანო ხუხუნაიშვილი "ქრონიკაში" რამდენიმე დღის წინ გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც საუბარი კახეთში ვაზის გაჩეხვას ეხება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ამ განცხადებას მხოლოდ "კურიერში" ამავე თემაზე გასულ სიუჟეტზე დაყრდნობით ავრცელებს და მას ეს ინფორმაცია ადგილზე გადამოწმებული არ აქვს.საპარლამენტო უმრავლესობის წევრი "ქრონიკაში" გასულ სიუჟეტს სპექტაკლს უწოდებს. ხუხუნაიშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.
"იმედის" განცხადებით, ავთო ყალიბეგაშვილის მიერ საკუთარი ვენახის აჩეხვას "იმედის" კახეთის ბიუროს გადამღებ ჯგუფთან ერთად, "საზოგადოებრივი მაუწყებლის", ტელეკომპანია "მზის", ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და კახეთში "რეზონანსის" სპეციალური კორესპონდენტი ეწრებოდნენ.
ჟურნალისტებთან ერთად, ყალიბეგაშვილის მიერ საკუთარი ვენახის აჩეხვას მისი თანასოფლელები და ნათესავებიც ეწრებოდნენ. "ქრონიკის" გადამღებმა ჯგუფმა სხვა კოლეგებთან ერთად ის გადაიღო, რაც ვენახში ხდებოდა.
Imedinews
თქვენი კომენტარი