Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მომავლის ღვინო - ინტერვიუ ლუკა იაგანაშვილთან (7)

- როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში მეღვინეობის სწორად განვითარების კუთხით?

- ხარისხზე ორიენტირებული წარმოებების განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მცირე მარნებისა და ბიოდინამიკური  მეურნეობების განვითარება, რაც შექმნის მრავალფეროვან და  ჯანსაღ პროდუქტს. ამასთან ერთად, ბიო პროდუქტზე მოთხოვნა დიდია, რაც ძალიან მნიშვნრლოვანია. სწორად განვითარება  თუ მოხდება რაოდენობის ზრდასთან ერთად, არ დავკარგავთ პროდუქტის ხარისხს და გავაუმჯობესებთ მას. მცირე წარმოების განვითარებით ფერმერებს მიეცემათ საშუალება, საკუთარი ნედლეული გადაამუშავონ და შედეგად ნახავენ მეტ სარგებელს, აღარ ექნებათ რიალიზაციის პრობლემა. ასეთი მეურნეობები მეტ ინტერეს გამოიწვევს საზოგადოებაში, რაც განავითარებს ქართული ღვინის ხარისხს, აამაღლებს ცნობადობას და ყველაფერი ერთად გაზრდის გაყიდვის პოტენციალს.

უნდა მოხდეს ნაკლებად გავრცელებული ადგილობრივი ვაზის ჯიშების გაშენება ისეთ ზონებში, სადაც კარგად წარმოჩინდება ამ ჯიშების ხასიათი. გვაქვს უამრავი შესანიშნავი საღვინე და სასუფრე ჯიშები რომელთა პოტენციალს არ ვიყენებთ.  ამ პოტენციალის ათვისებით ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას უფრო მრავალფეროვანს და მიმზიდველს გავხდით.  მნიშვნელვანია ისიც რომ,  უნიკალური და უძველესი კახური და იმერული ქვევრიში ღვინის დაყენების ტექნოლოგია განვავითაროთ. ამ კუთხით უკვე იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯიები რაც კარგია, მაგრამ მაინც არ უნდა მოვდუნდეთ.  უნდა მოხდეს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაცია. რუსეთის 2006 წლის ემბარგო ბევრი კომპანიისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციისთვის და წელსაც სერიოზული პრობლემები შეექმნათ ამ კუთხით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ, ამ რისკის დაზღვევა აუცილებელია.

- რა სხვაობაა ქართულსა და ევროპულ მეღვინეობებსა და ღვინის კულტურას შორის? 

-სხვაობა არის ძალიან დიდი. რას ვგულისხმობ: პირველ რიგში ტექნოლოგია, ვენახის მოყვანა, მოვლა და მოსავლის აღება, ღვინის დაყენება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ღვინის წარმოება ვენახის მოვლიდან ყურძნის მოკრეფამდე ძალიან განსხვავდება ევროპაში ვენახების მოვლისა და ღვინის დაყენებისგან.    მაგალითად  შემიძლია მოვიყვანო ქვევრში დაწურული ღვინო,  საერთოდ სხვა განზომილებაა, რომელიც დღემდე აოცებთ აქ ჩამოსულ სტუმრებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია არ უნდა განვავითაროთ და არ მივუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს. ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით ევროპული ღვინის კულტურა ჩვენზე წინაა, მაგრამ ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო, რაც უნდა გვიჩენდეს განვითარების ამბიციას.

- რამდენად მნიშვნელოვანია ღვინის ნატურალურობა და ბიოდინამიკურობა და რატომ?

- ღვინის ნატურალურობა  ძალზედ მნიშვნელოვანია, თუ გვსურს, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი  ვაწარმოოთ და დავაკმაყოფილოთ დღევანდელი, ხარისხზე ორიენტირებული ბაზრის მოთხოვნები. გარემოსა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბაზარზე მომატებულია მოთხოვნა ასეთ ღვინოზე. ბიო ღვინო მასიურად წარმოებული ღვინისგან განსხვავდება  თავისი ინდივიდუალურობით. ბიო წარმოება ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ მაინც ვერ აკმაყოფილებს მასზე მოთხოვნას.  ასეთი წარმოება, გარდა იმისა რომ, მარკეტინგულად მომგებიანია, ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ნიადაგი არ ბინძურდება ქიმიური დანამატებისგან. აქედან გამომდინარე,რაც მეტ ასეთ  პროდუქტს შევქმნით, მით უფრო ჯანსაღს და ბუნებრივად გემრიელ ნაყოფს მივიღებთ. თანამედროვე სოფლის მეურნეობა დამოკიდებულია ქიმიკატებზე, რაც იწვევს ჭარბ მოსავალს და ეს ორივე ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს ღვინის ხარისხზე. ბიოდინამიკური მეურნეობები კი უარს ამბობენ ქიმიკატების გამოყენებაზე, შესაბამისად მცირდება ღვინის დაბალი ხარისხის და ჭარბ მოსავლიანობის პრობლემა. ვაზის იმუნიტეტი გაუმჯობესდება და ბუნებასთან უფრო ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იქნება. საბოლოოდ, ბიოდინამიკური წარმოებით ვიღებთ ხარისხიან, ჯანსაღ პროდუქტს, გარემოს ვაყენებთ ნაკლებ ზიანს, ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ, პირველ რიგში, ვღებულობთ ხარისხიან ღვინოს და მარკეტინგულად მეტ სარგებელს.

- ამ თვალსაზრისით, საქართველო და ქართული ღვინოები რა ეტაპზეა?

მე ვფიქრობ, ამ მხრივ განათლბის ნაკლებობა და პოპულარიზაციის პრობლემაა. ბევრი მევენახე და მეღვინე სკეპტიკურად უყურებს ბიო წარმოებას და ფიქრობს, რომ მისი პრაქტიკაში გამოყენება შეუძლებელია. კარგი ის არის, რომ გვაქვს საკანონმდებლო ბაზა, სერთიფიცირების გამცემი ორგანო და ამ საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს ყველაფერი უადვილებს ბიო წარმოებით დაინტერესებულ მეწარმეს და ფერმერს საქმის დაწყებას და შემდგომში განვითარებას.  ვფიქრობ,  პოპულარიზაციით და ამ კუთხით განათლების ამაღლებით ეს დარგი განვითარებას არ შეწყვეტს და მნიშვნელოვანი წარმატებებიც გვექნება, რადგან გვაქვს ამის პოტენციალი.

რა არის თქვენთვის ყველაზე რთული ღვინოსთან ურთიერთობის პროცესში?

ღვინო არის "ცოცხალი" პროდუქტი, რომელიც რეაგირებს ნებისმიერ ჩარევაზე. ამიტომ სიფრთხილით ვეკიდები ღვინოსთან ურთიერთობის მთელ პროცესს, ვცდილობ არ დავუშვა ის შეცდომები რაც ღვინის ხარისხზე უარყოფითად აისახება. თუმცა მთელი ეს პროცესი რთულთან ერთად სასიამოვნოცაა ჩემთვის. 

რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება ამ სფეროში?

ყველაზე კარგი რაც მოხდა ჩემი პირველი ნაბიჯების დროს,ეს არის სწორ ადამიანთან აღმოჩენა, რომელიც პროფესიონალი და თავისი საქმის მოყვარულია. მისი დიდი დამსახურებაცაა ჩემი ამ კუთხით განვითარება.  ყველას ვუსურვებ გვერდით ჰყავდეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ განვითარებაზე არიან ორიეტარულები, მადლობა მათ. ასევე, სწავლასთან ერთად, უკვე ერთ წელზე მეტია, ვმუშაობ ყვარელში "კორპორაცია ქინძმარაულის" ღვინის ქარხანაში. ამ ხნის განმავლობაში ჩართული ვარ მთელი  წარმოების პროცესში  დაწყებული ყურძნის მიღებიდან დამთავრებული ბოთლში ჩამოსხმამდე, რაც საშუალებას მაძლევს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო.  ამასთან, მუშაობის დროსაც მიჩნდება უამრავი კითხვა, რასაც შემდგომში ვცემ პასუხს.  ურთიერთობა მაქვს მეღვინეობით დაინტერესებულ და მასზე შეყვარებულ ხალხთან, რაც ჩემთვის დამატებითი ცოდნის და სტიმულს მომცემია, თანაც სასიამოვნო. მუშაობის თითოეული დღეს ახალ გამოცდილებას ვიძენ. ჩემი გამოცდილებიდან, მთავარია იშრომოთ, გიყვარდეთ და აკეთოთ ის, აც სიამოვნებას მოგანიჭებთ.  ვფიქრობ, რომ ხარისხიანი, ქართული ღვინო, ნამდვილად  არ ჩამოუვარდება,არც ფრანგულს,არც იტალიურად და არც ესპანურს, მმთავარია ხარისხი.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა შეიცვალოს ქართული ღვინის ინდუსტრიაში?

ვფიქრობ,  ერთ-ერთი დიდი პრობლემაა სუბსიდირების მავნე პრაქტიკა და სახელმწიფოს მხრიდან  „ზედმეტი" მოსავლის გადამუშავება, რაც განაპირობებს მოთხოვნაზე მეტ მოსავალს. მეტი მოსავალი კი განაპირობებს დაბალ ფასს.  ჩემი აზრით, სახელმწიფოს თავის დროზე რომ არ დაეწყო სუფსიდირება და "ზედმეტი" მოსავლის გადამუშავება, დღეს მეტნაკლებად მაღალი ფასი ექნებოდა ნედლეულს, რადგან წარმოება მოთხოვნის შესაბამისი იქნებოდა. შევცვლიდი იმას , რომ ამ და სხვა  ნაკლებად საჭირო პროექტებზე დახარჯულ ფულს დავუტოვებდი მეწარმეს და ფერმერს, გადასახადების შემცირების გზით. ვფიქრობ,  ისინი თვითონ უკეთ გადაწყვეტენ თავიანთ პრიორიტეტებს, შესაბამისად მოიხმარდნენ საკუთარ ფულს და აღარც ბიუროკრატიული ხარჯი ექნებოდათ.

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი რამდენიმე წლის შემდეგ? 

გავიზრდები კარიერულად. ამასთან, არ შევწყვეტ ცოდნის გაღრმავებას მევენახეობა-მეღვინეობის და არამარტო ამ კუთხით.  ვენახებიდან, ვაწარმოებ ხარისხიან და ტიპურ ღვინოს, რომლითაც ჩემს პატარა ადგილს დავიკავებ ქართული ღვინის წარმოებასა და პოპულარიზაციაში. ასევე, სურვილი მაქვს ტურიზმის სფეროშიც ვცადო ბედი და ჩემი წარმოებული ღვინო ადგილზე გავსინჯოთ ტურისტებს. მოვუყვე მის დაყენებაზე, დაყენებისას წარმოშობილ სირთულეებზე და ამ საქმის სიყვარულზე. მივცე საშუალება თავად მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.