გამოქვეყნებულია: 20 ივლისი, 2010 - 18:40
როგორც ცნობილია, ბრიტანელები ყველაზე მსმელი ხალხია ევროპაში და ამ ქვეყნის ალკოჰოლური ბაზარი მოცულობით მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარს თუ ჩამოუვარდება. ალკოჰოლის მოხმარებამ ბრიტანეთში ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ხელისუფლება ამ პრობლემის გადასაჭრელად უკვე სპეციალური ზომების მიღებას გეგმავს. უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ალკოჰოლის რეკლამა დიდ ბრიტანეთში საერთოდ აიკრძალოს. ანტიალკოჰოლური კამპანიის მიმდინარეობისას მოსალოდნელია აგრეთვე სასმელის გაყიდვების დროის შეზღუდვა, ალკოჰოლით მოვაჭრე მაღაზიათა რაოდენობის შემცირება და სხვა მსგავსი ღონისძიებები.
აღსანიშნავია, რომ ამ წლის დასაწყისში რუსეთმაც წამოიწყო ანტიალკოჰოლური კამპანია, რომლის ფარგლებშიც, სხვა შეზღუდვებთან ერთად, ლუდის ქილის მოცულობის 0,5-დან 0,33 ლიტრამდე შემცირებაც შედიოდა. ამგვარი ზომების მიღებით რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარება 55%-ით შემცირდება.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
თქვენი კომენტარი