Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ფესტივალები

მსოფლიოში ღვინისადმი მიძღვნილი უამრავი ფესტივალი ტარდება. აგვისტოში იტალიაში, ქალაქ მონტეფიასკონეში დასრულდა ღვინის მორიგი ზეიმი, რომელსაც მეტად საინტერესო ისტორია აქვს. XII საუკუნეში ქალაქს ვიზიტად ეწვია იმპერატორი ჰაინრიხ V. ეპისკოპოსმა ჯოვანი დეფუკმა წინასწარ იზრუნა ამ ვიზიტზე და ქალაქში გაგზავნა პაჟი, რომელსაც უნდა მოეძებნა ისეთი სასტუმრო, სადაც კარგი ღვინო ექნებოდათ. პაჟს ასეთი სასტუმროსთვის უნდა მიეწერა სიტყვა "Est!" (,,არის!’’). პაჟმა ქალაქში არაერთი ამგვარი სასტუმრო აღმოაჩინა და შედეგად მონტეფიასკონეს ღვინის რეგიონს მეტად სახალისო და უცნაური სახელი – Est! Est!! Est!!! di Montefiasconeეწოდება.

სექტემბრის დასაწყისში ღვინის ფესტივალი Madeira Wine Festival იმართება პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ Câmara de Lobos-ში გამართულ რთველში, შემდეგ კი მადეირას დედაქალაქ ფუნშალში, ეროვნული ცეკვებისა და სიმღერების თანხლებით, მთავარი ზეიმი იმართება.

ლუქსემბურგში, მოზელის ველზე, ღვინის ფესტივალი ჯერ კიდევ აგვისტოში იღებს ხოლმე სტარტს და ოქტომბრისთვის სრულდება. ,,ღვინის გზა” (ან ,,მოზელის გზა”), რომლის სიგრძეც 42 კილომეტრია, გერმანიაში იწყება. ლუქსემბურგის ვენახები სწორედ ამ მონაკვეთშია განლაგებული და ვინაიდან უფრო მზიან მხარეშია გაშენებული, უკეთესი ხარისხითაც გამოირჩევა. XIX საუკუნეში ამ რეგიონში მხოლოდ წითელ ღვინოს აწარმოებდნენ, დღეს კი უკვე ახალგაზრდა, თეთრი, მოზელის ღვინოებია პოპულარული, რომლებიც რივანერის, პინო გრის, პინო ბლანისა და რისლინგის ჯიშის ყურძნისგან დგება.  

სექტემბრის ბოლოს ღვინის ზეიმს უკვე შვეიცარია მასპინძლობს. ფესტივალს, რომელიც ქალაქ ნევშატელში 1902 წლიდან იმართება, ყოველწლიურად დაახლოებით ასი ათასზე მეტი სტუმარი ჰყავს.

ოქტომბრის მეორე კვირას მოლდოვა ნაციონალური ღვინის დღეს აღნიშნავს. ამ ღონისძიების პოპულარიზაციის მიზნით ხელისუფლება ტურისტებს ვიზის მოსაკრებელს არ ახდევინებს, ტურისტული სააგენტოები კი მათ ღვინის ტურებს სთავაზობენ.

ოქტომბრის შუა რიცხვებში პარიზში, მონმარტრზე იმართება ფესტივალი Fete des Vendanges, რომელსაც საფუძველი მხატვრებმა ჯერ კიდევ 1934 წელს ჩაუყარეს. თუმცა ფრანგული ღვინის ყველაზე ცნობილი ფესტივალი მაინც არის ბოჟოლე ნუვო, რომელიც  ყოველი წლის ნოემბრის მესამე ოთხშაბათს იმართება.

ჩეხეთში, კერძოდ კი მორავიაში, წლის განმავლობაში ღვინის ოთხი ფესტივალი იმართება.

საქართველოში კი აგერ უკვე ორი წელია, მაისის დასაწყისში, დიდი წარმატებით ტარდება ,,ახალი ღვინის ფესტივალი”, რომლის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელიც ,,ღვინის კლუბი” გახლავთ. ღვინის კლუბის წელსაც, ისევე როგორც შარშან, თბილისობის ფარგლებშიც ჩაატარებს ღვინის ზეიმს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული