Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბაგჰრირი - მაროკოული ბლინები

საჭირო მასალა: ცომისთვის – 300 გ ფქვილი, 100 გ მანანის ბურღული, 2 კვერცხის გული, 1 ჩ.კ. შაქარი,  1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი, მწიკვი მარილი, 0,5 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი, 0,5 ჩ.კ. მშრალი საფუარი, დაახლოებით 800-900 მლ თბილი წყალი. სოუსისთვის – 90 გ კარაქი, 7 ს.კ. არომატული თაფლი.

მომზადება: თაფლი და კარაქი ერთად გავადნოთ, თან ვურიოთ. როდესაც ერთიან მასად იქცევა, გადმოვდგათ ცეცხლიდან. მშრალი ინგრედიენტები ერთად ავურიოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები და ავთქვიფოთ, თან ნელ-ნელა ვამატოთ თბილი წყალი. მივიღებთ თხელი ბლინების ცომს. ცომს გადავაფაროთ ხელსაწმენდი და დავდგათ დაახლოებით 1 საათით, რომ აფუვდეს. ცომი დავასხათ ზეთწასმულ გახურებელ ტაფაზე და საშუალო ტემპერატურაზე მხოლოდ ერთი მხრიდან გამოვაცხოთ. თითოეული ბლინის გამოცხობის შემდეგ ტაფა შევუშვიროთ ცივ წყალს და 15 წამი ასე გავაჩეროთ, შემდეგ კვლავ დავაბრუნოთ ცეცხლზე, წავუსვათ ზეთი და დავასხათ ცომი. ვაკონტროლოთ ცომის კონსისტენცია – თუ სათანადოდ თხელი არ იქნება, ცხობისას არ გაიკეთებს ბუშტუკებს. მზა ბლინები თაფლისა და კარაქის სოუსთან ერთად მივირთვათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.