Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კერძები, რომლებიც საქართველოში ყოფნისას ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ - Tasting Table

ქართული ღვინოებითა და კერძებით მსოფლიოში სულ უფრო მეტი რესტორანი და ბარი ინტერესდება. როგორც ჩანს, მოთხოვნაც გაზრდილია და სწორედ ამიტომ, მომხმარებლებსაც უფრო მეტს სთავაზობენ. Tasting Table ქართული კერძებისა და კვების კულტურის შესახებ წერს, მკითხველს 20-მდე კერძს ურჩევს: “აბრეშუმის გზაზე მდებარე საქართველოზე ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა მეზობლებისა და შორეული ქვეყნების კულტურამ, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ახლა ქართული კერძები ასეთი უნიკალური და გამორჩეულია. გარდა ამისა საქართველოში, როგორც მსოფლიოში უძველესი ღვინის კულტურის მატარებელ ქვეყანაში, უამრავ არომატულ და საინტერესო ღვინოს შეხვდებით დღესასწაულებზე. აქ ხორციანი კერძების გარდა ვეგანური ან ვეგეტარიანული კერძითაც დიდ სიამოვნებას მიიღებთ - მათ შორის ნიგვზიანი ბადრიჯანით, ქინძთან ერთად ჩაშუშული ლობიოთი და სხვა უგემრიელესი კერძებით. თუ საქართველოს სტუმრობას ან თუნდაც რომელიმე ქართული რესტორნის მონახულებას გეგმავთ, ეს ის კერძებია, რომლებიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ” - წერს ავტორი და მკითხველს 20-მდე რჩეულ კერძს აცნობს.

პირველ რიგში ხინკლის გასინჯვას ურჩევს მკითხველს: “ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კერძია. ზოგი ფიქრობს, რომ ხინკალი მონღოლების შემოტანილია, რომლებიც მე-13 საუკუნეში ქვეყნის დაპყრობას ცდილობდნენ, თუმცა ის ქართულ კლასიკურ კერძად მიიჩნევა. სანელებლებით შეზავებული საქონლისა და ღორის ხორცის შიგთავზი მდიდარ, არომატულ გემოს ქმნის, თუმცა უამრავი სხვა ვარიაციაც არსებობს, როგორიცაა სოკოს, კარტოფილის და ყველის ხინკალი.” - ვკითხულობთ სტატიაში. 

შემდეგ აჭარულ ხაჭაპურზე წერს, როგორც საქართველოში ყველზე ცნობილ კერძზე: “როგორც სახელწოდებიდან ჩანს, აჭარული ხაჭაპური აჭარიდან მოდის, დასავლეთ საქართველოს სანაპირო რეგიონიდან, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ წესით აქ ზღვის პროდუქტები განსაკუთრებით პოპულარული უნდა იყოს, მის ადგილს რძის პროდუქტები იკავებს. რეგიონში აყვავებულ ალპურ ზონებში იდეალური საძოვრებია, ამის გამო კი რძის პრდოქტებით უგემრიელეს კერძებს ამზადებენ, როგორიცაა სინორი, ბორანო და აჭარული ხაჭაპური. ეს უკანასკნელი კი ფაფუკი პურის “ნავია”, სავსე მდნარი ყველით, ზემოდან კვერცხის გულითა და უხვი კარაქით.”

ავტორი წერს კუბდარზეც, ხარჩოსა და ნიგვზიან ბადრიჯანზე, ასევე თაშმიჯაბსა და გებჟალიაზე. ახსენებს მესხურ ქადასაც და იმერულ ხაჭაპურსაც, ოსტრსაც და ფხალსაც. თითოეულზე კი ძალიან დაწვრილებით საუბრობს და მკითხველს მათ ისტორიას უამბობს, სტატიაში საუბრობს საქართველოზეც, როგორც ღვინის უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაზე. 

Tasting Table თანამედროვე საკვებისა და სასმელის მოყვარულთათვის ძალიან სასარგებლო და საინტერესო ვებგვერდია, რომელსაც ყოველთვიურად 18 მილიონი ადამიანი კითხულობს: “დიდ აუდიტორიას ჩვენი ექსპერტები სხვადასხვა სახის რჩევებს უზიარებენ, მათ შორის აუცილებლად გასასინჯი კერძების რეცეპტებსა და აქტუალურ სიახლეებს, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს კვებისა ინდუსტრიაზე დღეს” - ვკითხულობთ მათ გვერდზე, ქართული კერძების სრულ ჩამონათვალს Tasting Table-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული