Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ წიგნს კარლა კაპალბო 2016 წლის დასაწყისში დაასრულებს

ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფი, მოგზაური, ღვინისა და გასტრონომიის მწერალი, კარლა კაპალბო საქართველოში მოგზაურობს. საქართველოში ის  პირველად 2013 წელს მოხვდა, სადაც მისი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ქართულმა ღვინომ, კულინარიამ და ადამიანების ყოფამ საქართველოს პროვინციულ სოფლებში. ის თვლის, რომ „ჭეშმარიტი საქართველო“ - სწორედ, აქაა და საკუთარი ფოტოობიექტივისა და თხრობის ფოკუსი ამჟამადაც სოფლის ყოფის, ადგილობრივი ბუნებრივი და სოციალური გარემოს თითოეულ დეტალზე აქვს მომართული. 

კარლა კაპალბოს დიდი ხანია, განზრახული ჰქონდა საქართველოს შესახებ წიგნის დაწერა. ჯონ ვურდემანის ძალისხმევითა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით შესაძლებელი გახდა ამ პროექტის განხორციელება და კაპალბომ საკუთარი მესამე ვიზიტი უკვე საქართველოს შესახებ წიგნზე მუშაობას დაუთმო. 

კარლა კაპალბომ იმოგზაურა კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში. მოინახულა როგორც ადგილობრივი ვენახები და მარნები, ასევე, ყველის საწარმოები; მონაწილეობა მიიღო რთველში, გაეცნო კულინარიის ადგილობრივ ოსტატებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში, დააგემოვნა მათი კერძები. უახლოესი ორი კვირის მანძილზე ის ეწვევა სვანეთს, რაჭას, ქართლსა და ხევს. 5 ოქტომბერს კარლა კაპალბო საქართველოს დატოვებს. 

ღვინის საინფორმაციო ცენტრი უსაუბრა კარლა კაპალბოს, რომელმაც „მარანის“ მკითხველს საგანგებოდ მიმართა:  „მივესალმები თქვენს მკითხველს. მესამე კვირაა, საქართველოში ვარ. თქვენს ქვეყანაში ვმოგზაურობ და ნამდვილ საქართველოს ვეძებ. ვპოულობ კიდეც - ბრწყინვალე კერძებსა და ღვინოში, საოცარ სტუმართმოყვარეობაში, მშვენიერ ბუნებაში. ამჟამად ახალ წიგნზე ვმუშაობ, საქართველოს შესახებ, რომელსაც ვფიქრობ, რომ 2016 წლის დასაწყისში დავასრულებ. აქ შეკრებილი იქნება იმ ადამიანების ამბები და ფოტოები, ვინც ამზადებენ ადგილობრივ კერძებს და აწარმოებენ ქართულ ღვინოს. ვფიქრობ, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი მსოფლიოსთვის“.  

კარლა კაპალბო თხუთმეტამდე წიგნის ავტორია. მას მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები, როგორიცაა იტალიაში „საუკეთესო წიგნი ღვინის შესახებ“ (2009), ლუიჯი ვერონელის ჯილდო, როგორც ღვინისა და კულინარიის საუკეთესო უცხოენოვან მწერალს იტალიაში. ის არის დიდი ბრიტანეთის დედოფლის ოქროს მედალოსანი, ბრიტანეთის ღვინის მწერალთა გილდიის, ღვინის მწერალთა წრისა და ნელი კვების გაერთიანების - წევრი. კაპალბო საერთაშორისო გამოცემის - Cook it Raw - ერთ-ერთი დამფუძნებელია. Cook it Raw  საკუთარ მკითხველს აცნობს მსოფლიოს სხვადასხვა შეფ-მზარეულებს, უნიკალური კულტურებით და ახალი გამოცდილებებით. 

წარმოშობით იტალიელი კაპალბო სხვადასხვა დროს ცხოვრობდა მილანში, ნიუ-იორკსა და ბორდოში. ამჟამად ის ლონდონის მკვიდრია და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეებში მოგზაურობის პარალელურად რეგულარულად წერს გავლენიანი გამოცემებისთვის - Decanter, Zester Dailly და სხვ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული