Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კალათბურთის ვარსკვლავის ღვინო

ცნობილი ჩინელი კალათბურთელი და ინტერნეტის ვარსკვლავი იაო მინი თეთრი ღვინის ჩამოსხმას და თავის სამშობლოში გაყიდვას გეგმავს. თეთრი ღვინო მისი მეუღლის საყვარელი სასმელია, ამიტომ სპორტსმენი დარწმუნებულია, რომ ამ სასმელს სხვა ჩინელი ქალბატონებიც სიამოვნებით დააგემოვნებენ. იაო მინს და მის მეღვინე ტომ ჰინდის სულაც არ აშფოთებთ ის ფაქტი, რომ ჩინეთში ყველაზე დიდი მოთხოვნა არა თეთრ, არამედ წითელ ღვინოზეა. წითელი ღვინის ასეთი პოპულარობის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ამ ქვეყანაში წითელი ბედნიერების ფერად მიაჩნიათ. სწორედ ამიტომ ჩინელები თეთრ ღვინოს წითელს ამჯობინებენ. ბატონი ჰინდი იმედოვნებს, რომ რამდენიმე წელიწადში ჩინელებს ღვინის გემოვნება შეეცვლებათ. მეღვინე იმასაც ვარაუდობს, რომ მათი თეთრი ღვინით განსაკუთრებით ქალბატონები და ახალგაზრდები დაინტერესდებიან. თუმცა კომპანია Yao Family Wines ჯერაც არ შედგომია ამ გრანდიოზული გეგმების განხორციელებას. ცოტა ხნის წინ მათ გამოუშვეს წითელი კუპაჟური ღვინო - Napa Crest, რომელიც Cabernet Sauvignon-ის, Merlot-სა და Verdot-სკუპაჟია და ბოთლი 87 დოლარი ღირს. 

ჯერ კიდევ 2011 წელს გახდა ცნობილი, რომ კალათბურთელი, რომლის სახეც ყველაზე პოპულარულ მიმად იქცა ინტერნეტ სივრცეში, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარ ძალებს ბიზნესში მოსინჯავდა. იოა მინი ღვინოს - Yao Family Wines - ჩინეთში აყენებს, თუმცა ყურძენს ნაპას ველზე გაშენებულ ვენახებში კრეფს.    

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.