საქართველოს ღვინის კლუბი 2018 წლის 12 მაისს რიგით მეცხრე ახალი ღვინის ფესტივალს ჩაატარებს. ახალი ღვინის ფესტივალი 2018-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ. თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, რადიო Jako fm. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ღვინის ბარი g.vino.
12 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი 2018 ჩატარდება მთაწმინდის პარკში.
11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მარნები საქართველოს ყველა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2017 წლის მოსავლის ღვინოებს. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნებათ დააგემოვნონ საუკეთესო ღვინოები.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალი ტრადიციულად დაიწყება ქვევრის საზეიმო გახსნით.
ფესტივალის მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზბენდი, „ბენდი ნალი“ და ფოლკლორული ანსამბლი "დიდგორი", ხონის სახალხო სასულე ორკესტრი.
ფესტივალზე გათამაშდება 8 ცალი 10 ლიტრიანი საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრი. ფესტივალზე სადეგუსტაციო ჭიქის შეძენისას გადმოგეცემათ გათამაშების ბილეთი, რომელიც უნდა ჩააგდოთ ქვევრში. 13:10, 14:10, 15:10, 16:10 საათზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები ქვევრიდან შემთხვევითობის პრინციპით ამოღებული ბილეთით.
ღვინის კლუბის ჯილდო „ელიბო“-ს საზეიმო გადაცემა ღვინის კომპანიებისთვის.
ღვინის კლუბის სერტიფიკატების გადაცემა ფესტივალის მონაწილეებისთვის.
ფესტივალზე გაიმართება ტრადიციული და თანამედროვე ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ საკუთარი ხელით შექმნან თიხის ნაკეთობები.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი