Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის სიმპოზიუმი წინანდლის მამულში

4-5 ოქტომბერს წინანდლის მამული კახეთში ღვინის სიმპოზიუმს უკვე მეორედ მასპინძლობს. ღონისძიება მეღვინეებს, ექსპერტებსა და ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან შეკრებს. სიმპოზიუმი მოიცავს საინტერესო დისკუსიებს, სემინარებსა და დეგუსტაციებს, სადაც ქართული ტრადიციები და თანამედროვე ინოვაციები ერთმანეთს ხვდება.

პროგრამა 4 ოქტომბერს დაიწყო ჩინური ღვინოების დეგუსტაციით Grand Jury Du Vin-ის ხელმძღვანელობით. დეგუსტაციის შემდეგ, 15:30-დან 16:30-მდე, ჯეკი რიგო და ბორის შამპი ჩაატარებენ სემინარს „ბურგუნდის კლიმატების იერარქიაზე“, სადაც ბურგუნდიის რეგიონში არსებული ღვინოების წარმოების მახასიათებლებს მიმოიხილავენ.

ქართული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართება 16:00-დან 17:00 საათამდე, ხოლო ამავე დროს ჩატარდება სხვადასხვა სემინარი, სადაც მონაწილეები უფრო დეტალურად გაეცნობიან ღვინის წარმოების პროცესს. საღამოს 17:00-დან 19:00 საათამდე სტუმრებს საშუალება ექნებათ გაისეირნონ „Wine Avenue“-ზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო ღვინოები. 20:00 საათზე კი საზეიმო ვახშამი გაიმართება, რომელსაც „Silk Hospitality“-ის შეფი ირაკლი ასათიანი მოამზადებს.

5 ოქტომბერს, ხვალ, ბურგუნდიული ღვინოების დეგუსტაცია გაგრძელდება, ხოლო 13:00-დან 15:00 საათამდე სტუმრები ვენახში სადილზე არიან მიწვეულნი. 16:00 საათზე გაიმართება დეგუსტაცია, ხოლო სიმპოზიუმი გრანდიოზულად დასრულდება გალა ვახშმით „Ballroom“-ში, რასაც ქართული ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ და ფოლკლორული მუსიკა გააფორმებს.

სიმპოზიუმი საინტერესოა როგორც ღვინის პროფესიონალებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის, ვინაიდან ის აერთიანებს როგორც ქართული ტრადიციული მეღვინეობის წარსულს, ისე თანამედროვე ინოვაციებს, რაც სიმბოლურად წარმოაჩენს საქართველოს ღვინის კულტურას საერთაშორისო დონეზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



ძალიან მაინტერესებს ჩინური ღვინოების დეგუსტაციის შთაბეჭდილებები. დაწერეთ რა ამაზე, გთხოვთ. წარმოდგენა არა მაქვს ჩინურ ღვინოებზე.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული