Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინფლაცია და ღვინის ინდუსტრია

ღვინის პრემიუმიზაცია ან მიზანმიმართული ინფლაცია განსაკუთრებით კი იმ ღვინოების, რომელთა ფასიც 30 $-ს აღემატება, როგორც სტატიიდან ვკითხულობთ, კოვიდ პანდემიისას გამძაფრდა. როცა შეზღუდვები შემსუბუქდა და რესტორნები გაიხსნა, პრემიუმ ღვინოებზე მოთხოვნა გაძლიერდა, ფასები კი გაიზარდა. ფაქტობრივად, ეს დღემდე ასეა. 
ვინაიდან ღვინის ბიზნესი, შეიძლება ითქვას, რომ ყოველწლიურ ციკლზე მუშაობს, გასარკვევია, იმოქმედებს თუა არა ინფლაციის კრიზისი ღვინის პრემიუმიზაციაზე. ერთი მხრივ, მწარმოებლის ხარჯები გაიზარდა და მიწოდების კრიზისის პრობლემებმა კიდევ ხელი შეუწყო ღვინის ფასის ზრდას. მეორე მხრივ უნდა ითქვას, რომ მომხმარებლებში შემცირებული ან დიდწილად არასტაბილურია შემოსავალი. რეცესია ჰორიზონტზეა. როგორც ჩანს, ბევრისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია წელს ის 100$-იანი ღვინოები, რომელთაც ერთი წლის წინ თავისუფლად მიირთმევდნენ.

ავტორი წერს, რომ ბევრ ღვინოს თუ შარშან 20$-ად შეხვებოდით, ახლა 24-25$-ად იყიდება. მიუხედავად ამისა, არის რეგიონები, რომლებიც ინარჩუნებენ ღირებულებას, შედარებით დაბალ ფასსა და მაღალ ხარისხს. სტატიაში სამ ასეთ რეგიონს ვეცნობით. 

იტალიის კუნძულოვანი ნაწილი

იქ, სადაც გლობალური დათბობის გამო უმეტესად ცხელი ამინდებია, პროფესიონალმა მეღვინეებმა ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ ვენახსა და სარდაფებში, რათა საკმაოდ რთული რთველიდან კარგი, ხარისხიანი ღვინოები დააყენონ. სარდინიაში ეს ცოდნა იქ დარგულ ვაზზე საკმაოდ კარგად ვრცელდება. იქ დომინირებს Vermentino-ს ვაზი თეთრი ღვინოებისთვის, Cannonau კი წითლისთვის. Cannonau-სთის ძირითადად იყენებენ გრენაშის ჯიშს. ეს ჯიშები საკმაოდ ძვირფასი იყო  ყოველთვის ამასთან, ვაზის ხარისხი ღვინის ხარისხის განმაპირობებელია, სარდინიის ღვინოების ხარისხი კი მართლაც რომ საკმაოდ მაღალია. ანალოგიურად, სიცილიაში, სადაც ძირითადად ტკბილ ღვინოებს აწარმოებენ, ფართოდაა გავრცელებული Nero d’Avola. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სიცილიური წითელი ღვინო გაძვირდა ბაროლოსა და ბრუნელოს მსგავსად, განსაკუთრებით კი ეტნას (etna) ცივი კლიმატის ღვინოები, კუნძულის ყველაზე პრესტიჟულ მარნებსაც კი, როგორიცაა Planeta, Tasca d’Almerita ან Donnafugata შენარჩუნებული აქვთ საკმაოდ კარგი ფასიცა და ხარისხიც. იქ წურავენ ძალიან კარგ თეთრ ღვინოებსაც ადგილობრივი ვაზისგან, როგორიცაა კატარატო Cataratto (შარდონეს მსგავსი) ან სოვინიონ ბლანის მსგავსი გრილო.

სამხრეთ აფრიკა 

ჰუგენოტებმა შენენ ბლანი სამხრეთ აფრიკაში საფრანგეთიდან ჩამოიტანეს, თუმცა ჰოლანდიელი ბერები მას ბრენდისთვის იყენებდნენ. რაც სამხრეთ აფრიკის ღვინის ინდუსტრია გაიხსნა აპარტეიდის შემდეგ, მათ მნიშვნელოვნად გაზარდეს და გააუმჯობესეს ხარისხი. სამხრეთ აფრიკული Chenin Blanc, რომელიც Loire Valley-ის ვენახებიდანაა წარმოშობით, საკმაოდ ხელმისაწვდომია და ბაზარზე 20$-მდე ღირს. 

პორტუგალია

1990-იანი წლებიდან პორტუგალიაში ძალიან აქტიურად დაიწყეს ხარისხიანი ღვინის დაყენება, ხარისხი ნელ-ნელა შეასმჩნევად დახვეწეს. ცვლილებები განსაკუთრებით შესამჩნევი იყო დუროს ხეობაში, სადაც ყურადღება გამახვილებული იყო ძირითადად შემაგრებულ ღვინოზე. ამის გარდა, Duoro-სგან საკმაოდ ძვირფასი, მშრალი წითელი ღვინო იწურება. ვინაიდან ათწლეულების განმავლობაში შემცირდა ამ რეგიონზე მოთხოვნა, ფასიც დაეცა და შედეგად ხარისხიან ღვინოებს საკმაოდ ხელისაწვდომ ფასად ყიდულობს ღვინის მოყვარული. სტატიას შეგიძლიათ The Hub-ზე გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული