Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იაფფასიანი რარიტეტი ბაზრის დასაპყრობად

გერმანული სუპერმარკეტების ქსელი Aldi ბრიტანელებს დაბალი ფასებით ხიბლავს. მაგალითად, კონიაკი Napoleon 1973 ამ სუპერმარკეტებში თავის ღირებულებაზე გაცილებით იაფად იყიდება. სხვა მაღაზიებში ასეთი კონიაკი 107 გირვანქა სტერლინგი ღირს, აქ კი თითქმის მესამედ ფასად - 29,99 გირვანქად შეგიძლიათ შეიძინოთ. Aldi -ს ბრიტანულ მაღაზიებში სხვა მრავალ ელიტურ სასმელსაც ნახავთ, რომელსაც სასაცილო ფასი ადევს. ყველას აინტერესებს, რატომ არიან გერმანელები ასეთი ხელგაშლილები? როგორც გაირკვა, სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ Aldi-ს მეხუთასე მაღაზია ბრიტანეთში გახსნა და ასეთი დაბალი ფასებით ბაზარზე დამკვიდრებას ცდილობს. ისინი ბრიტანეთის ბაზრის მხოლოდ 3,8%-იან წილს ფლობენ, თუმცა სურთ, რომ პოზიცია უფრო გაიმყარონ. კომპანიამ მიზანს თითქმის უკვე მიაღწია, რადგან Aldi -ს მაღაზიათა ქსელი ხარისხიან პროდუქტთან და დაბალ ფასებთან ასოცირდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული