Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კორპის საცობები მალე გამოილევა

პორტუგალიელი მეცნიერები შიშობენ, რომ გლობალურმა დათბობამ შესაძლოა კორპის საცობების წარმოებას პრობლემა შეუქმნას. ხარისხიანი კორპის საცობები Quércus súber-ის ჯიშის, მარადმწვანე ხის ქერქისგან კეთდება, რომელსაც კორპის მუხასაც უწოდებენ. ეს ხე მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ ევროპასა და აფრიკის ჩრდილოეთში ხარობს. ტემპერატურის მატება და ულტრაიისფერი სხივების გაძლიერება, რაც გლობალური დათბობის თანამდევი მოვლენებია, ხის ქერქის ხარისხზე აუცილებლად იმოქმედებს. კორპის მუხის ქერქის სისქე ნელ-ნელა კლებულობს. ამჟამად მათი უმრავლესობის სისქე 3-დან 10 მმ-მდე მერყეობს, არადა საცობის დასამზადებლად კორპის სისქე მინიმუმ 27 მმ მაინც უნდა იყოს. მეცნიერთა თქმით, ქერქი არა მარტო დათხელდა, არამედ მისი სტრუქტურაც შეიცვალა და უფრო ფოროვანი გახდა. ფორებიანი საცობი კი უხარისხოდ მიიჩნევა, რადგან ასეთი საცობით დახუფულ ღვინოში იოლად აღწევს ჟანგბადი, რაც ღვინის დაძმარებას იწვევს. უხარისხო საცობმა შეიძლება მთელი შრომა წყალში ჩაყაროს და ათასობით ბოთლი ღვინო გააფუჭოს.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული