Home
ქართული | English
ნოემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

მულტიმედია

კომენტარები

ჰოლივუდელი წყვილის ღვინო წარმატებით გაიყიდა

ვარდისფერი ღვინო Miraval, რომელიც ჰოლივუდელი წყვილის - ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ფრანგულ მამულში დაიწურა და რომლის შესახებაც ჩვენი გაზეთის ერთ-ერთ ნომერში ვწერდით, დიდი წარმატებით სარგებლობს ბაზარზე. “ვარსკვლავური ღვინის” ექვსი ათასი ბოთლი 7 მარტს ინტერნეტით გაიყიდა. 2012 წლის Miraval-ის ექვსბოთლიანი კეისი ინტერნეტსაიტებზე 138 დოლარი ღირდა. ღვინის ეს პარტია მყიდველებმა რამდენიმე საათში დაიტაცეს, დანარჩენი 100 ათასი ბოთლი კი ღვინის კომპანიებმა და რესტორნებმა შეიძინეს. როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილია, წყვილის ამ საქმიანობას ფრანგ მეღვინეთა ცნობილი კლანი - პერენების ოჯახი უძღვება. ღვინის ოსტატები საქმეს გასულ წელს შეუდგნენ და შედეგმაც არ დააყოვნა. მეღვინეთა ოჯახის წარმომადგენლის მარკ პერენის თქმით, პიტი და ჯოლი ბოლომდე არიან ჩაბმულნი ღვინის წარმოების საქმეში და ამას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ ჟურნალის ყდაზე მოხვდნენ, არამედ საკუთარი ნახელავით უნდათ იამაყონ. მათი სურვილია, ამ სფეროში სრულყოფილებას მიაღწიონ. შეგახსენებთ, პიტისა და ჯოლის წყვილმა საფრანგეთში მდებარე, 500 ჰექტარზე გადაჭიმული Miraval-ის მამული ჯერ კიდევ 2008 წელს შეიძინა. თავდაპირველად ისინი პროვანსში მხოლოდ ზაფხულობით, დასასვენებლად ჩადიოდნენ, შემდეგ კი გადაწყვიტეს ბედი მეღვინეობაშიც ეცადათ - მამულში ხომ 60 ჰექტარზეა გაშენებული ვენახი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული