Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ძველად ერთი გამოხდა იცოდნენ, ეხლა სამჯერაც დაუბრუნებთ ხოლმე და მაინც არაყი არ გააქ” - ქიზიყი

სამსები - (აყირო) გოგრის ჭურჭელია რუვზე წყლის ასაღებად.

ხელადა, ორხელადიანი, დოქი პირღიაა, ჩაფი, ჩაფურა.

წინათ ღვინი ამოსაღებათ სამსები გოგრა იყო, გრძელი ტარი ჰქონდა. ამაიღებდა და ჩაასხამდა.

ღარი - ტკბილი სადენათ. ნავი - ფიცრისა, საწნეხელი - ქვითკირისა. ნავს დაუწყობდით რიკებს, მერე ლასტ, მერე მოვჩადავდით, მერე ჩაიყრებოდა ყურძენი და დაკარწახებული ფეხით ჩადგებოდა და ჭყლიტე! ნავ მილი აქვს ტკბილი გასასვლელათ.

არყის გამოხდა. ძველათ სხვანაირათ იყო გამართული საარაყე. ესე დასდგამდნენ. ოთხ დიდ ქვას, ზედ შაიდგამდნენ ქვაბს. ძველათ სხვანაირი ქვაბები იყო. ფლავქამიჩი არა ჰქონდა (ქვაბში დაჩვრეტილი ქვაბია ჩადგმული, იმას ეძახიან ფლავქამიჩს). ზევიდან საფარებელი ჰქონდა.

ზარფუში. საფარებელ გახვრეტილი ჰქონდა, იქიდან ამოდიოდა მილი და გეჯაში გადიოდა. გეჯაში წყალი იდგა, აცივებდა და არაყი გამოდიოდა. ქვაბ ქვეშ ცეცხლი უკეთია, შიგ თხლეა; თხლე რო ცხელდება, არაყი აორთქლდება, მილში გამოდის. მილი ხო გეჯაშია, რომელშიც ცივი წყალი მიდის, ცივდება ორთქლი და არაყად იქცევა. ცეცხლი ნელი და ზომიერი უნდა. დიდმა ცეცხლმა ამელვა იცის და დაბალი არაყიც, შინჯავენ და ატყობენ, როდის გამაილევა არაყი.

ხამ ქვაბს ერთ ხელადამდი არაყი გამოვიდოდა, შეიძლება ორი-სამი ხელადაც გამოსულიყო, თუ კარგი ჯანიანი თხლე იყო - ბოლოს საია გამოვიდოდა (წყლიანი არაყი). იმას მეორე ქვაბს დაასხამდნენ. შემდეგ ქვაბზე, საია რო დაასხეს, ვედრას, ჩაფს, იღებდნენ.

ძველად ერთი გამოხდა იცოდნენ, ეხლა სამჯერაც დაუბრუნებთ ხოლმე და მაინც არაყი არ გააქ.

მთხრობლები: ბაგრატ გურგენის ძე მენთეშაშვილი, 56 წ., წიგნიერი (სოფ. ქვემო მაჩხაანი); ნიკო ვასილის ძე მეხრიშვილი, 82 წ., წიგნიერი (სოფ. ოზაანი); კოტე დავითის ძე კანდელაკიშვილი, 65 წ., წიგნიერი (სოფ. ქედი); ლევანა ნიკოლოზის ძე თანდაშვილი, 50 წ., უწიგნური (სოფ. ანაგა); თედო ოთარის ძე გველიკოშვილი, 62 წ., (სოფ. ვეჯინი) და სხვანი.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისთვის

ტომი IV, ნაწილი III

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.