Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ქვევრის ღვინო ფუკუშიმაში

იასუში იგარაში (მაცუბაია) და მარიკო ჰონმა (H&N Wine Japan) თავის ვაჟთან, სატოშისთან ერთად. ფოტო © The Japan Times.

2011 წელს, ფუკუშიმაში მომხდარი კატასტროფიდან 5-ზე მეტი წლის შემდეგ, ქალაქ ნამიეში იაპონელები ახალი სიცოცხლის დაწყებას ცდილობენ და იგი ქართულ ქვევრის ღვინოს უკავშირდება. ამის შესახებ გუშინწინ იაპონური გამოცემა The Japan Times წერდა.

კომპანია მაცუბაია (Matsubaya), რომელიც 2011 წლის შემდეგ ნამიედან ტამურაში გადავიდა, მალე უკან, კატასტროფის ზონაში დაბრუნებას და თავისი საქმიანობის განახლებას გეგმავს. ეს მომავალი წლის მარტიდან იქნება შესაძლებელი (სწორედ ამ დროს გასდის ვადა ევაკუაციის ბრძანებას) და ისინი იმედოვნებენ, რომ რესტორნები და საცალო მოვაჭრეები სწორედ ქართული ღვინის დახმარებით აღადგენენ დაზარალებულ რეგიონში თავიანთ საქმიანობას. 

მაცუბაიას H&N Wine Japan-ის პრეზიდენტი, მარიკო ჰონმა (Mariko Honma) უდგას მხარში, რომელსაც წლების მანძილზე მჭიდრო ურთიერთობა აქვს კომპანია „ვაზი+“-თან. იგი 30 ჰექტარ ვენახს ფლობს კახეთში და წელს თავისი პირველი ღვინის დაყენებას აპირებს, რითაც გეგმავს ამ საქველმოქმედო წამოწყების განხორციელებას.

„ჩვენ გვინდა ღვინის სამშობლოში დაყენებული ღვინით რეგიონი ავაღორძინოთ“, თქვა იასუში იგარაშიმ (Yasushi Igarashi), მაცუბაიას ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული