საჭირო მასალა: 350 გ ორაგულის ან სიომგის ფილე, 4 ს.კ. სქელი არაჟანი, 6 კვერცხი, 0.5 ჩ.კ. პაპრიკა, ერთი მუჭა ფსტა, 300 გ მწვანე მუხუდო, 1 კონა მწვანილი – მწვანე ხახვი, ქინძი, პიტნა, ოხრახუში, მარილი, პილპილი - გემოვნებით, ცხიმი (ზეთი ან კარაქი) - ფორმაზე წასასმელად.
მომზადება: ფილეს გავაცალოთ კანი და დავაქუცმაცოთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ, დავუმატოთ 2 ს.კ. არაჟანი, 3 კვერცხი, პაპრიკა, მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ. მუხუდო მოვხარშოთ მარილწყალში (ან გამოვიყენოთ დაკონსერვებული), წყალი გადავწუროთ, ავურიოთ მწვანილები და ბლენდერში დავაქუცმაცოთ. დავამატოთ დარჩენილი არაჟანი, გავუწყოთ მარილი და პილპილი, სათითაოდ დავუმატოთ 3 კვერცხი და გავთქვიფოთ. ფორმას წავუსვათ ცხიმი, ძირზე დავაფინოთ ორაგულის მასის 1/3, მოვაყაროთ ფსტის მარცვლები, შემდეგ ისევ ორაგულის მასის ნაწილი, მის ზემოთ მუხუდოსა და მწვანილის მუსი მოვათავსოთ, სულ ზემოდან დავაფინოთ დარჩენილი ორაგული, გადავასწოროთ, დავაფაროთ ფოლგა და 1 საათის განმავლობაში გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, წყლის აბაზანაზე. შემდეგ შევაგრილოთ და შევდგათ მაცივარში. ტერინი სუფრასთან მივიტანოთ მწვანილით შეზავებულ მაიონეზთან ერთად.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი