Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გაზის საცობი მორჩენილი ღვინის გადასარჩენად

გახსნილ ბოთლში დარჩენილ ღვინოს დაძმარებისგან ახალი, უნიკალური გაჯეტი იხსნის, რომელსაც Winesave უწოდეს. Winesave ღვინოს ინერტული აირის - არგონის - მეშვეობით დაიცავს. უსუნო და უფერო არგონი ჰაერზე მძიმეა, გაჯეტის მეშვეობით ის სითხის ზედაპირზე ეფინება და გაზის საცობის როლს ასრულებს, რითაც ღვინოს ამჟავებისგან იხსნის. ისღა დაგრჩენიათ, ბოთლს უბრალოდ საცობი მოარგოთ, დანარჩენზე სასმელსა და საცობს შორის ჩატუმბული არგონი იზრუნებს. Winesave-ს მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ მათი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში ბოთლში დარჩენილი ღვინო რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გაფუჭდება - არც ფერს შეიცვლის და არც გემოს. Winesave-ს შეძენა დაახლოებით 34 დოლარად არის შესაძლებელი. გაჯეტში ჩატუმბული აირი 100 ბოთლის დასაცობად კმარა.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული