Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძვირფასი ღვინოების აუქციონი

აუქციონის სახლი Spectrum (აშშ) ორ გრანდიოზულ აუქციონს გეგმავს, რომლებიც ერთდროეულად ორ კონტინენტზე – კალიფორნიის ქალაქ კოსტა-მესასა და ჰონგკონგში (ჩინეთი) გაიმართება. გასაყიდად გამოტანილი იქნება 575 ლოტი, რომელთა საერთო ღირებულებაც 3,5 მილიონ დოლარს შეადგენს.

 აუქციონზე წარმოდგენილი იქნება ძალზე ძვირად ღირებული და იშვიათი ღვინოები: ღვინის ცნობილი კრიტიკოსის, რობერტ პარკერის მიერ 100 ქულით შეფასებული სასმელები, Romanee Conti-ს სხვადასხვა წლების მოსავლის 12 ბოთლი ღვინო, ამერიკელი მილიარდერის, ობრი მაკკლენდონის კოლექციის რამდენიმე ღვინო, მათ შორის 1982 და 1986 წლების Chateau Mouton Rothschild, 1996 და 2003 წლების Chateau Lafite Rothschild.  განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ღვინო Chateau d'Yquem, რომელიც 1,5 ლიტრის ტევადობის ბოთლშია ჩამოსხმული და რომელსაც ექსპერტები დაახლოებით 17 500 დოლარად აფასებენ.
 შარშანდელმა აუქციონმა, რომელიც ანალოგიური პრინციპით, ორი სხვადასხვა კონტინენტის იმავე ქალაქებში გაიმართა, ორგანიზატორებს 3 455 000 დოლარის მოგება მოუტანა. ექსპერტები წელს კიდევ უფრო დიდ მოგებას ვარაუდობენ, ვინაიდან აზიური ღვინის ბაზარი სულ უფრო აქტიური ხდება და ჰონგკონგელი მილიონერებიც ძვირფასი ღვინოების შესაძენად ფულს არ იშურებენ.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული