Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საახალწლო სუფრის მავნებელი პროდუქტები

ახალი წელი, პირველ რიგში, გემრიელი საჭმელ-სასმელი და ლამაზად გაწყობილი სუფრაა. დიასახლისები ცდილობენ და ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ამ დღესასწაულზე რაც შეიძლება მრავალფეროვანი მენიუ წარმოადგინონ. მათ შორისაა, რა თქმა უნდა, ტრადიციული კერძებიც, რომლებიც ძალიან გვიყვარს, მაგრამ რამდენად სასარგებლოა ისინი? დიეტოლოგებმა შეადგინეს საახალწლო სუფრის 5 ყველაზე მავნებელი პროდუქტის სია, რომელიც ასე გამოიყურება:

1. მაიონეზი - ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი პროდუქტია. უმჯობესია, თუ სალათების შეზავებისას მას ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთით ჩაანაცვლებთ.

2. კოქტეილები – ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მიქსი მძიმე ნაბახუსევს იწვევს, ამიტომ კოქტეილებს ნუ მიეძალებით.

3. შამპანური - სადღესასწაულო ტრაპეზისას მხოლოდ 2-3 ბოკალი შამპანური მიირთვით, რადგან ცნობილია, რომ ეს სასმელი გულძმარვას იწვევს. გაითვალისწინეთ  - შამპანური არ მიაყოლოთ ძალიან ცხარე ან ძალიან ტკბილ კერძებს.

4. ცხიმიანი, ხორციანი კერძები – ასეთი კერძები კუჭისთვის ძალზე მძიმე დატვირთვაა და რთული მოსანელებელია. კერძების მოსამზადებლად ღორის ხორცის ნაცვლად შეგიძლიათ ქათმის ან კურდღლის ხორცი გამოიყენოთ

5. მანდარინი – მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები აწუხებს, უმჯობესია ამ პროდუქტის მიღებაზე უარი თქვან, ვინაიდან ეს ციტრუსი კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე ცუდად მოქმედებს.
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.