Home
ქართული | English
მაისი 2013
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

მულტიმედია

კომენტარები

ვაშლის დესერტი

საჭირო მასალა: 100 გ “ჰერკულესი”, 50 გ შაქარი, 50 გ კარაქი. გულსართისათვის – 7-8 ცალი ვაშლი, 25 გ კარაქი, 25 გ შაქარი, 2 ს.კ. მოცხარის მურაბა, 500 გ მოხარშული კრემი, 300 მლ 35%-იანი ნაღები. 

მომზადება: ჰერკულესი და შაქარი ავურიოთ. ტაფაზე დავადნოთ კარაქი და დავაყაროთ ჰერკულესისა და შაქრის ნარევი. 5 წუთის შემდეგ ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ, რომ შეგრილდეს. ამასობაში გავფცქვნათ ვაშლი, ამოვაცალოთ თესლი და მსხვილად დავჭრათ. ცალკე ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მაღალ ცეცხლზე შევწვათ დაჭრილი ვაშლი. როცა დარბილდება, დავაყაროთ შაქარი და კიდევ 3-4 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე. სასურველ ფორმებში ფენა-ფენა ჩავაწყოთ შემწვარი ვაშლი და ჰერკულესი, ზემოდან დავადოთ მოხარშული კრემი და გათქვეფილი ნაღები. შიგადაშიგ მოვასხათ მუცხარის მურაბა. დესერტი 6 საათით გავაჩეროთ მაცივარში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.