Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შემწვარი ინდაურის ფილე შვარცვალდურად

საჭირო მასალა: ინდაურის 4 ფილე, 4 თხელი ნაჭერი ღორის შებოლილი ბარკლიდან, 4 ნაჭერი ყველი გორგონზოლა, ზეთი შესაწვავად. სოუსისათვის – 100 მლ თეთრი ან ვარდისფერი ღვინო, 1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი, 200 მლ ნაღები, პილპილი. მარილი. ჯავზის ფხვნილი დანის წვერზე. მარინადისათვის -  2 კბილი ნიორი, 2 ჩ.კ. თავშავა, 250 მლ ზეთი, 1/2 ლიმონის წვენი, 1 ს.კ. პაპრიკა, შავი პილპილი, მარილი გემოვნებით.

მომზადება: ნიორი დავნაყოთ მარილთან ერთად, ავურიოთ სანელებლები, ლიმონის წვენი, შევაზილოთ ხორცის ნაჭრებს, მოვათავსოთ ჯამში, დავასხათ ზეთი და მაცივარში მთელი ღამით გავაჩეროთ. დამარინადებული ხორცი მომზადების წინ შევამშრალოთ ხელსაწმენდით, გვერდიდან ჩავჭრათ ჯიბესავით სიბრტყეზე, მასში მოვათავსოთ თითო ნაჭერი შებოლილი ხორცი და ყველი, ძაფით შევკრათ სამ ადგილას და შევწვათ ორივე მხრიდან იმავე ზეთში, რომელშიც იყო მოთავსებული დამარინადების დროს. შემწვარ ნაჭრებს მოვხსნათ ძაფები და მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელზე. იმავე ტაფაზე დავასხათ ღვინო, როცა ნახევარი ამოშრება, დავამატოთ მდოგვი, ნაღები, 2 წუთი ვადუღოთ ნელ ცეცხლზე, დავუმატოთ მარილი, პილპილი და ჯავზი. ცეცხლგამძლე ჭურჭელზე ან ტაფაზე მოვათავსოთ ინდაურის ფილე სოუსთან ერთად და 20 წუთით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შევდგათ. სუფრასთან მიიტანეთ მოხარშულ და შემდგომ კარაქში შებრაწულ კარტოფილთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული