Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ესპანური “Acinipo”, ქართულად - „თავკვერი“

ნატურალისტური ღვინოების საერთაშორისო ფესტივალზე იტალიის ქალაქ ჩერეაში, რომელიც Vini Veri-ს კონსორციუმის ორგანიზებით წელს მეთორმეტედ ჩატარდა, ქართველი მეღვინეები საინტერესო აღმოჩენამდე მივიდნენ. 

ესპანელი მეღვინის, ფედერიკ შატცის დეგუსტაციაზე ერთ-ერთმა ღვინომ ქართველი მონაწილეების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. გემოვნური თვისებებით ეს ღვინო ძალიან ჰგავდა ქართულ თავკვერს, რამაც მათ გადააწყვეტინა, ღვინის წარმომავლობა უფრო კარგად გამოეძიებინათ. ბატონმა შატცმა დაადასტურა, რომ ღვინო ქართული ჯიშის ყურძნისგან იყო დამზადებული და მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი სახელწოდების შესახებ მან არაფერი იცოდა, ფოტოსურათებზე დაკვირვებით დაადასტურა ვაზის ამ სახეობის ქართულ თავკვერთან  გარეგნული  მახასიათებლების (ნაყოფის ფერი, ფორმა, მარცვალთა სიმჭიდროვე, ფოთლის ფორმა და სხვ.) მსგავსება. 

ფედერიკ შატცი წარმოშობით გერმანელია და ახალგაზრდობის წლებიდან ესპანეთის უკიდურეს სამხრეთში, ღვინისათვის იდეალურ კლიმატურ გარემოში ცხოვრობს. მისი წარმოების აქტივშია 6 დასახელების ღვინო, რომელთა მარკეტინგული შეფუთვა საკმაოდ ორიგინალურია - პროდუქტების სახელი თითო ასო-სიმბოლოა, რომელთა ერთობლიობა, საბოლოო ჯამში, შატცის გვარის აბრევიატურას ქმნის.

 S – Chardonnay

C – Pinot Noir

H – Acinipo

A – Finca Sanguijuela

T - Petit Verdot

Z – Rosado

ამ მრავალსახეობიდან, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი ღვინო - H – Acinipo - ქართული თავკვერია, რომელიც შატცმა გერმანიიდან ესპანეთში ჩაიტანა. უცხოური ჯიშის სახელწოდების ესპანეთში დარეგისტრირება მთელ რიგ საკანონმდებლო სირთულეებს უკავშირდება, ამიტომ ფრედერიკ შატცს აღარ გამოუძიებია მისი ქართული სახელწოდება და ღვინო ადგილობრივი ღირსშესანიშნაობის, აცინიპოს ანტიკური ქალაქის სახელით მონათლა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ acinipo ლათინურად, სიტყვასიტყვით „შუაგულ ვენახს“ ნიშნავს. 

ამგვარი ისტორიები, რომლებიც ქართული ვაზის ჯიშების მსოფლიო მოგზაურობას უკავშირდება, შეიძლება საინტერესო ამპელოგრაფიული დეტექტივების ინსპირაციის წყაროც გახდეს.  

© საქართველოს ღვინის კლუბი



კრეატიულია. ბევრი რამ გვაქვს სასწავლი მარკეტინგის კუთხით. მიუხედავად ამისა ვიცი რომ ნელ-ნელა ვითარდება ტრადიციული მეღვინეობა და წინ მივდივართ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.