Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საავტორი კოქტეილი Cointreau Teese-ი

ცნობილი მოდელი და მოცეკვავე დიტა ფონ ტიზი ფორთოხლის ლიქიორის Cointreau-ს სახე გახდა. 13 დეკემბერსლონდონში მან მონაწილეობა მიიღო შოუში "Be Cointreauversial" და წარმოადგინა საავტორო კოქტეილი Cointreau Teese-ი. პრეზენტაცია, რომელიც ამ სახით თვითონ მოდელის მიერ იყო მოფიქრებული, გაიმართა ერთ-ერთი ეკლესიისთეატრალურ დარბაზში, ლამაზ და სასიამოვნო გარემოში.

160 წელია, რაც ლიქიორი  Cointreau შეუცვლელად გვევლინება - მისი არაჩვეულებრივი არომატი და ბოთლის ლამაზი ფორმა არც მოითხოვს ცვლილებებს. ამიერიდან, ეს ლეგენდარული ლიქიორი დიტა ფონ ტიზის განუყრელი თანამგზავრია. ესეც ხომ მოდელის სტილია: ყოველთვის რეტროსა და ბოლო მოდის ტენდენციების ჰარმონია.

დიტას ძლიერ უყვარს იები. ამიტომაც, როდესაც კომპანიამ მას შესთავაზა საავტორო კოქტეილი შექმნა, მოდელმა გადაწყვიტა ერთ-ერთ ინგრედიენტად ია შეეტანა.

გთავაზობთ კოქტეილ Cointreau Teese-ის რეცეპტს:

40 მლ Cointreau

20 მლ ვაშლის წვენი

15 მლ Monin violet

15 მლ ახალი ლიმონის წვენი

აგრეთვე, გაყინული ქიშმიში ჭიქის ნაწიბურებში (ამ დამატებითმა შტრიხმა კოქტეილს თითქოს პიკანტურობა შესძინა).

კოქტეილი Cointreau Teese-ი მალე გაიყიდება სხვადასხვა ქვეყნების მოდურ ბარებში.

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული