Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დასახელდა 2012 წლის საუკეთესო შარდონეები

საფრანგეთში ჩატარდა მეცხრამეტე საერთაშორისო კონკურსი Chardonnay du Monde, რომელზეც შარდონეს ჯიშის საუკეთესო ღვინოები დაასახელეს. კონკურსი ბურგუნდიაში, პასტერის ინსტიტუტის მეღვინეობის მეურნეობაში, Chateau des Ravatys-ში გაიმართა. ამჯერად დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე განსასჯელად 43 ქვეყნის 908 შარდონეს ნიმუში იყო წარდგენილი. 300 ექსპერტი, რომელთა უმრავლესობაც ფრანგი არ იყო, რამდენიმე დღის განმავლობაში სინჯავდა ღვინოებს და გამოჰქონდა ვერდიქტი. დეგუსტაციის შედეგად ლიდერთა შორის დასახელდა არა 10 ღვინო, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა, არამედ 16. ჟიურის წევრების თქმით, მათი ხარისხი იმდენად მაღალი იყო, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოვლენა შეუძლებელი გახდა. გამარჯვებულ შარდონეთა სია ასე გამოიყურება:

1.Chablis "Croix aux Moines" 2010,  Domaine Denis Pommier  (საფრანგეთი)

2.Champagne Pierre Moncuit - Vieille Vignes 2004,  Champagne Pierre Moncuit(საფრანგეთი)

3.Chablis 2010,  Maison Laroche(საფრანგეთი)

4.Chardonnay vber z Hroznu 2008,  Vinarstvi Josef Valihrach(ჩეხეთი)

5.Vin de Pays d`Oc "Villa Blanche Chardonnay" 2011,  Jjoseph(საფრანგეთი)

6.Vins de Pays d`Oc "La Forge Estate Chardonnay" 2011,  Les Domaines Paul Mas(საფრანგეთი)

7.Vino de la Tierra de Castilla - Chardonnay 2010,  Bodegas Hacienda Albae(ესპანეთი)

8.Saint Veran Terres Noires 2009,  Domaine Frederic Curis(საფრანგეთი)

9.Meursault Charmes 2009,  Domaine Chateau de Mersault(საფრანგეთი)

10.Durbanville Hills Rhinofields Chardonnay 2010,  Distell(სამხრეთაფრიკისრესპუბლიკა)

11.Sicilia IGT Chardonnay 2010,  Planeta SS(იტალია)

12.Domaine Jean Bousquet Grande Reserve Chardonnay 2010,  Domaine Jean Bousquet (არგენტინა)

13.Chardonnay Neuchatel - Chardonnay Expression 2010,  Alain Gerber(შვეიცარია)

14.Champagne Duval Leroy Blanc de Blancs Brut 2004,  Champagne Duval Leroy(საფრანგეთი)

15.Selection Grande Reserve Chardonnay 2010,  Luis Felipe Edwards Family(ჩილე)

16.Sattlerhof Beerenausslese Chardonnay 2010,  Weingut Sattlerhof(ავსტრია)


ამრიგად, საფრანგეთმა, ბოლოს და ბოლოს, მოახერხა დაებრუნებინა მსოფლიო ლიდერობა, რომელიც უკანასკნელ წლებში დაკარგა. 16 საუკეთესოდან 8 ღვინო სწორედ ამ ქვეყნის წარმოებულია. სხვა გამარჯვებულთა შორის აღსანიშნავია ჩეხური  Vinarstvi Josef Valihrach,სამხრეთაფრიკული Distell, ასევე სიცილიური Planeta. საყოველთაო მოწონება დაიმსახურა ავსტრიულმა ტკბილმა შარდონემ. იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც ბოლო დროს შვეიცარიის ღვინის წარმოებაში გაჩნდა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შვეიცარიული შარდონეს წარმატებაც.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული