გამოქვეყნებულია: 4 იანვარი, 2013 - 16:27
რუსეთის ბაზარზე დაბალალკოჰოლური კოქტეილი - Play Rabbit- გამოჩნდა, რომელიც, თუ მწარმოებელს დავუჯერებთ, სექსუალურ ლტოლვას აძლიერებს. ამ კოქტეილის წარმოებას რუსეთში ჰოლანდიური კომპანია Berkleeაკონტროლებს. 7%-იანი სიმაგრის კოქტეილი 0,5-ლიტრიან ქილებშია ჩამოსხმული, მკვეთრი წითელი ფერით გამოირჩევა და მასზე ..ფლეიბოის” ცნობილი სიმბოლოს – კურდღლის ანალოგია გამოსახული. კოქტეილის შემადგენლობაში შედის ნესვის ნატურალური წვენი, პიტნის ექსტრაქტი და სხვა ნატურალური კომპონენტები.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი