Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კონდოლი (თეთრი), თელავის მარანი – 2005

 

კონდოლი სოფელია თელავთან, რომელიც ქართული მეღვინეობისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიკროზონების ალყაში იმყოფება, როგორიცაა თელიანი და წინანდალი. ერთი შეხედვით ეს ღვინო "თელავის მარნის" წინანდალსაც წააგავს, თუმცა, მისგან განხვავებით, შედარებით ეკზოტიკურია, რადგან რქაწითლისა (80%) და მწვანის (20%) ტრადიციულ შეხამებას კონდოლის მიწა თავისებურ ელფერს სძენს. დუღილი უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში მიმდინარეობს კონტროლირებად (15-17გრადუსი) ტემპერატურაზე. შემდეგ კი, 6-8 თვის განმავლობაში ძველდება ახალ ფრანგულ მუხის კასრებში.

ღვინო კლასიკური, ღია ჩალისფერით ხასიათდება, ძალზე ეფექტური ე.წ. "პირველი ცხვირი" აქვს, სადაც ეკზოტიკური ხილის სურნელები გამოდიან წინა პლანზე, მცირედი გრეიპფრუტის, ასევე გარგრისა და ტკბილი სუნელების ტონები. გარკვეული დროის შემდეგ კარაქის სირბილეც იგრძნობა გემოში და დაბოლოებაში. საკმაოდ ზომიერად ჩანს მუხის კვალი.
კარგ წყვილს შექმნის ბოსტნეულის და ხორციან სალათებთან, შემწვარ ან მოხარშულ ქათამთან (სხვ. სოუსებით, შესაძლოა ბაჟესაც მოუხდეს). სცადეთ სუშისთან, ასევე ხამანწკებთან და კრევეტებთან. ევროპულ ყველებთან.
 
მ.ხ.
© vinoge.com


მართლა კარგი ღვინოა, სულ პირველი ჩამოსხმაც მომეწონა და ახლაც საკმაოდ ხარისხიანს უშვებენ. უბრალოდ წინანდლის ფასამდე მაინც ჩამოიყვანონ...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული