Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ქართული ღვინო ამერიკელი მეღვინეებისთვის შთაგონების წყარო გახდა” - Wine Enthusiast

ცნობილმა ამერიკულმა ღვინის ჟურნალმა Wine Enthusiast-მა გუშინ სტატია გამოაქვეყნა ქართული ღვინისა და ქვევრის ტექნოლოგიის შესახებ. თავდაპირველად ავტორი მკითხველს სწორედ იმას აცნობს, რომ საქართველო, მისმა უძველესმა ღვინის ტექნოლოგიებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ ღვინის რეგიონად აქცია.

შემდეგ სტატიაში ქვევრის შესახებ ვკითხულობთ, როგორ მზადდება ქარვისფრი ღვინო, რატომ იცვლის ფერს, როგორ ინახება ქვევრი და ა.შ. აღნიშნავენ იმასაც, რომ 2013 წელს ქვევრის მეღვინეობა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა. 

წერს თანამედროვე მეღვინეობის ტექნოლოგიებსა და ქართველი მეღვინეების დამოკიდებულებაზე ამ საკითხთან მიმართებით: “მიუხედავად იმისა, რომ ქვევრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ღვინის წარმოებაში, დღევანდელი მეღვინეები ინსპირაციისთვის სხვა რეგიონებსა და მიდგომებსაც ეძებენ. უჟანგავი ფოლადის ავზები, ტემპერატურის კონტროლირებადი ფერმენტაცია და მუხის კასრში დაძველება დღევანდელ ღვინის საწარმოებში საკმაოდ გამოცდილი პრაქტიკებია. ხშირად, როგორც ქვევრი, ისე თანამედროვე აღჭურვილობა, ერთი და იმავე მარანს ქვეშაა, რაც მეღვინეებს ექსპერიმენტებისთვის მეტ საშუალებას აძლევს. ისტორიული და ამჟამინდელი მეღვინეობის მეთოდების ეს ურთიერთკავშირი არის ის, რაც საქართველოს ხდის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ღვინის რეგიონად მთელს მსოფლიოში.

ადგილობრივ ჯიშებზეც ვკითხულობთ. აღნიშნავენ, რომ საქართველოში 525 ადგილობრივი ღვინის ჯიშია. წერენ საფერავზეც, რომელსაც მუქი კენკრის, შავი მოცხარისა და სანელებლების ინტენსიური არომატები აქვს. ავტორი “მარნაველის მეღვინეობის” საფერავს ურჩევს მკითხველს: “ღვინოში ძლიერი ტანინებია, სასიამოვნო სტრუქტურა და დახვეწილი არომატები.”

სტატიის დასასრულს ავტორი ქართული ღვინის იმპორტიორებზე საუბრობს, მაიკლ კაბილნიცკზე  Corus Wine Import-დან და მამუკა წერეთელზე Georgian Wine House-დან. ბოლოს კი იმასაც აღნიშნავს, რომ ამერიკელმა მეღვინეებმა, განსაკუთრებით შთაგონებულებმა ქარვისფერი ღვინით, თავად დაიწყეს ექსპერიმენტების ჩატარება. სტატიას Wine Enthusiast-ზე სრულად წაიკითხავთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული