Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანული გადასახადები ღვინოზე

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ღვინოსთან დაკავშირებული გადასახადების გაზრდას გეგმავს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პროგნოზით, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ამ სფეროდან მიღებული შემოსავლები 58%-ით მოიმატებს. საბიუჯეტო პასუხისმგებლობის სამმართველოში ამბობენ, რომ აღნიშნულ პერიოდში, ბრიტანული ღვინის გაყიდვებიდან მიღებული თანხა 1,6 მილიარდი გირვანქასტერლინგით გაზრდება. ფინანსთა სამინისტრო კი 2016-17 წლებში ღვინის გადასახადების მეშვეობით 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის მიღებას იმედოვნებს. შედარებისთვის, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 3,1 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. გადასახადების გაზრდა იმან გამოიწვია, რომ ბრიტანელებს შორის ღვინო უფრო და უფრო პოპულარული ხდება - წლიდან წლამდე ნისლიანი ალბიონის სულ უფრო მეტი ბინადარი ანიჭებს ლუდთან შედარებით უპიარტესობას ღვინოს. ახალი საგადასახადო რეფორმის შედეგად, უკვე წელს ღვინოზე ფასის 7,2%-ით გაზრდას  ვარაუდობენ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული